OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სოფელი ტაბახმელა

AR11000197Construction permitOther use12 November 2023- Tabakhmela
Sign in to follow

Decision

Decision number
6758148
Decision date
14 November 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ალექსანდრე ზაგაშვილი
Developer (company ID)
405488486

Parcel

Cadastral code
01.81.02.258.003
Owner
შპს "იორკ ჰოლდინგ გრუპი" (430800733)
Area
470 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 16 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11000197
Status
Approved
Registered
12 November 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
2 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 14 November 2023Decision6758148 - Granted
  2. 14 November 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 08 ნოემბრის №6731014 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 12 ნოემბერს №AR11000197 განცხადებით მომართა ალექსანდრე ზაგაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 08 ნოემბრის №6731014 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 08 ნოემბრის №6731014 ბრძანებით შეთანხმდა №01.81.02.258.003 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 08 ნოემბრიდან 2024 წლის 08 ივლისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 08 ნოემბრის №6731014 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ ბრძანებაში არასწორად არის დაფიქსირებული მიწის ნაკვეთის მისამართი და მშენებლობის ვადა. შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2023 წლის 18 მაისს №AR1964435 განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე №01.81.02.258.003 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. სამსახურმა, იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა, სამსახურის 2023 წლის 08 ნოემბრის №6731014 ბრძანებაში მიწის ნაკვეთის მისამართი, მესაკუთრე, საკადასტრო კოდი, საპროექტო ობიექტი და მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. ამასთან დგინდება, რომ აღნიშნულ განცხადებაზე, განმცხადებლის მიერ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილ იქნა საინფორმაციო დაფა, სადაც საპროექტო ობიექტად მითითებულ იქნა სასტუმრო, ხოლო, საკადასტრო კოდად: №01.81.02.258.003. ასევე, ნომენკლატურაში საპროექტო ობიექტი „სასტუმრო“ სწორად მიეთითა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882022920840; მომზადების თარიღი: 14/12/2022 წ.) საპროექტო ობიექტის მისამართს წარმოადგენს: ქ. თბილისი, სოფელ ტაბახმელა, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს - შპს „იორკ თაუნ“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405488486) ხოლო, საკადასტრო კოდს - №01.81.02.258.003. ასევე, დგინდება, რომ 2023 წლის 18 მაისის №AR1964435 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 08 თვეზე და სამსახურის 2023 წლის 08 ნოემბრის №6731014 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2024 წლის 08 ივლისის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადაც არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 08 ნოემბრის №6731014 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 08 ნოემბრის №6731014 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მესამე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს ქ. თბილისში, სოფელ ტაბახმელაში, შპს „იორკ თაუნ“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.81.02.258.003) სასტუმროს არქიტექტურული პროექტი. 3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 08 ნოემბრიდან 2024 წლის 08 ივლისის ჩათვლით.“. 2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 08 ნოემბრის №6731014 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 08 ნოემბრის №6731014 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal