OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა სანდრო ეული , N 3 , (ნაკვ.07/059) ; ქალაქი თბილისი , ქუჩა სანდრო ეული , N 3 , (ნაკვ.07/049)

AR11003266Construction permitOther use30 November 2023- Saburtalo
Sign in to follow

Decision

Decision number
6785865
Decision date
4 December 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ბესიკ თეთვაძე
Developer (company ID)
405641480

Parcel

Cadastral code
01.14.05.007.719
Owner
შპს "სიმეტრია ჯიქიაზე" (405461218)
Area
9,354 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11003266
Status
Approved
Registered
30 November 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
4 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 4 December 2023City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 ოქტომბრის №6155931 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 30 ნოემბერს №AR11003266 განაცხადით მომართა ბესიკ თეთვაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 10 ოქტომბრის №6155931 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 ოქტომბრის №6155931 ბრძანებით, №01.14.05.007.719 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2022 წლის 14 ივლისის №6035180 ბრძანებით შეთანხმებული მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2028 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2022 წლის 10 ოქტომბრის №6155931 ბრძანებაში დამკვეთებად დაფიქსირდა შპს „სიმეტრია ჯიქიაზე" (ს/ნ: 405461218). წინამდებარე განაცხადით, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 10 ოქტომბრის №6155931 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და დამკვეთად შპს „სიმეტრია ჯიქიაზე"-ს (ს/ნ: 405461218) ნაცვლად შპს „ეს ჯეი დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 405641480) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №892023147051, მომზადების თარიღი: 25/10/2023 წ.) თანახმად, №01.14.05.007.719 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ეს ჯეი დეველოპმენტი“ (ს/ნ: 405641480). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B23136302; მომზადების თარიღი: 27/09/2023 წ.) შპს „ეს ჯეი დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 405641480) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს - ბესიკ თეთვაძე (პ/ნ: 01003009990). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.14.05.007.719 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ეს ჯეი დეველოპმენტი“ (ს/ნ: 405641480) და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2022 წლის 10 ოქტომბრის №6155931 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ეს ჯეი დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 405641480) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 ოქტომბრის №6155931 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „სიმეტრია ჯიქიაზე"-ს (ს/ნ: 405461218) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ეს ჯეი დეველოპმენტი“ (ს/ნ: 405641480). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 ოქტომბრის №6155931 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 ოქტომბრის №6155931 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 4 December 2023Decision6785865 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal