ქალაქი თბილისი, ალექსი გობრონიძის ქუჩა, N 32ე
Decision
- Decision number
- 6810494
- Decision date
- 19 December 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ბესიკ პაპისმედოვი
- Developer (company ID)
- 406311968
Parcel
- Cadastral code
- 01.11.13.011.724
- Owner
- შპს "ლენდ ინვესტი" (404590867)
- Area
- 3,077 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.11.13.011.724Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11003411
- Status
- Approved
- Registered
- 29 November 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 20 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 19 December 2023City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713495 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 29 ნოემბერს №AR11003411 განცხადებით მომართა ბესიკ პაპისმედოვმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713495 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713495 ბრძანებით შეთანხმდა №01.11.13.011.724 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 17 ოქტომბრიდან 2026 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი, ითხოვს სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713495 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, განმარტავს, რომ აღნიშნულ ბრძანებაში არასწორად არის მითითებული დამკვეთის მონაცემები და საიდენტიფიკაციო ნომერი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2023 წლის 11 აგვისტოს №AR1960617 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.11.13.011.724 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. სამსახურმა, იმსჯელა საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად დამკვეთის ინფორმაციის ველში: „საიდენტიფიკაციო კოდი: 406311968“-ის ნაცვლად არასწორად დაფიქსირდა „საიდენტიფიკაციო კოდი: 405122870“. სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713495 ბრძანების გამოცემის მომენტისათვის (ისევე როგორც დღევანდელი მდგომარეობით) საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: 882022345265; მომზადების თარიღი: 23/05/2022 წ.) №01.11.13.011.724 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი. ხოლო, საიდენტიფიკაციო ნომერს 406311968). ამასთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: B23177872; მომზადების თარიღი: 30/11/2023 წ.) შპს საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406311968) დირექტორს წარმოადგენს ბესიკ პაპისმედოვი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713495 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713495 ბრძანებაში და დამკვეთის ინფორმაციის ველში: „საიდენტიფიკაციო კოდი.: 405122870“ ნაცვლად დაფიქსირდეს „საიდენტიფიკაციო კოდი.: 406311968. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713495 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713495 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 19 December 2023Decision6810494 - Granted
- 29 November 2023Files uploaded
Documents
Other files1
- 3. 01.11.13.011.724.rarOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal