ქალაქი თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი, N 21
Decision
- Decision number
- 6802935
- Decision date
- 13 December 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზაზა ბოხუა
- Developer (company ID)
- 401987374
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.014.049
- Owner
- შპს "მაზა" (401987374)
- Area
- 6,327 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 19 November 2026
Plots and zoning
- 01.72.14.014.049Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11003802
- Status
- Approved
- Registered
- 1 December 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 December 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 01 დეკემბერს №AR11003802 განცხადებით მომართა ზაზა ბოხუამ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.014.049 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 16 ნოემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებაში ცალკე ფართობად დაფიქსირდეს 44 ღია ავტოსადგომის ფართობი 631.25 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებით შეთანხმებულ სარდაფის და პირველი სართულების გეგმებზე მდებარეობს 44 ღია ავტოსადგომი და მათი საერთო ფართობი შეადგენს 631.25 კვ.მ-ს. ამასთან, დგინდება, რომ წარმოდგენილი პირველი სართულის არქიტექტურული გეგმა (პდფ ფაილის მე-12 ფურცელი) არ იცვლება, აღნიშნულ არქიტექტურულ გეგმაზე ხდება მხოლოდ ღია ავტოსადგომების ფართობების და ზომების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 631.25 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებით შეთანხმებული პირველი სართულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულის არქიტექტურული გეგმით (pdf ფაილის მე-12 ფურცელი). 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 13 December 2023Decision6802935 - Granted
- 12 December 2023City answer
- 12 December 2023Files uploaded
- 9 December 2023City answer
- 9 December 2023Files uploaded
Documents
Other files2
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal