ქალაქი თბილისი , ქუჩა შეშელიძე , N 18
Decision
- Decision number
- 6802156
- Decision date
- 13 December 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მარიამ პაპუკაშვილი
- Developer (company ID)
- 400347246
Parcel
- Cadastral code
- 01.11.04.026.046
- Owner
- შპს "ხიდმშენი N2" (205269500) (205269500)
- Area
- 9,377 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.04.026.046Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11004583
- Status
- Approved
- Registered
- 6 December 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 December 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის №6703774 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 6 დეკემბერს №AR11004583 განცხადებით მომართა მარიამ პაპუკაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის №6703774 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 1 აგვისტოს №6592672 გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, შეშელიძის ქუჩა №18-ში მდებარე №01.11.04.026.046 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2023 წლის 21 სექტემბრის №6673568 და 2023 წლის 11 ოქტომბრის №6703774 ბრძანებებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2023 წლის 1 აგვისტოს №6592672 გადაწყვეტილებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2027 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის №6703774 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ შეთანხმებულ მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკსა და შეთანხმებულ ბრძანებაში დაფიქსირებული მშენებლობის განხორციელების დარჩენილი ეტაპები შეუსაბამოა ერთმანეთთან, კერძოდ შეთანხმებულ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში გამორჩენილია მშენებლობის განხორციელების დარჩენილი მე-20 ეტაპი (კალენდარული გრაფიკის მიხედვით 22-ე ეტაპი) - ,,გარე პანდუსის მოწყობა; ამწის ღიობის შევსება”. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2023 წლის 4 ოქტომბრის №AR1993225 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, №01.11.04.026.046 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის ვადის გაგრძელება. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, საპროექტო ობიექტზე დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის განსაზღვრულია 50 თვე. ხოლო, დარჩენილი ეტაპები განსაზღვრულია 21 ეტაპად, რომელთაგან მე-20 ეტაპს წარმოადგენს ,,გარე პანდუსის მოწყობა; ამწის ღიობის შევსება”. სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის №6703774 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაგრძელდა მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის ვადა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად შეთანხმებული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების მე-20 ეტაპი (კალენდარული გრაფიკის მიხედვით 22-ე ეტაპი) საერთოდ არ დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის №6703774 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის №6703774 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მშენებლობის დარჩენილი ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 3) შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები; შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის სამუშაოები; შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები; ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე; 4) 0-1 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +0.00 და +6.00 ნიშნულებზე; 5) 2-3 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +9.30 და +12.60 ნიშნულებზე; 6) 4-5 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +15.90 და +19.20 ნიშნულებზე; 7) 6-7 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +22.50 და +25.80 ნიშნულებზე; 8) 8-9 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +29.10 და +32.40 ნიშნულებზე; 9) 10-11 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +35.70 და +39.00 ნიშნულებზე; 10) 12-13 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +42.30 და +45.60 ნიშნულებზე; 11) 14-15 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +48.90 და +52.20 ნიშნულებზე; 12) 16-17 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +55.50 და +58.80 ნიშნულებზე; 13) 18-19 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +62.10 და +65.40 ნიშნულებზე; 14) 20-21 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +68.70 და +72.00 ნიშნულებზე; 15) 22-23 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +75.30 და +78.60 ნიშნულებზე; 16) 24-25 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +81.90 და +85.20 ნიშნულებზე; 17) შენობა-ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა +90.20 ნიშნულზე; 18) არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; 19) შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა; 20) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი; 21) შენობა-ნაგებობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები; 22) გარე პანდუსის მოწყობა; ამწის ღიობის შევსება; 23) მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები; გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის №6703774 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 1 აგვისტოს №6592672 გადაწყვეტილებასთან და 2023 წლის 21 სექტემბრის №6673568 , 2023 წლის 11 ოქტომბრის №6703774 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 13 December 2023Decision6802156 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal