OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , ფატმანის ქუჩა N98

AR11005933Construction permitOther use12 December 2023- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6814547
Decision date
20 December 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მიხეილ ჯინჭარაძე
Developer (company ID)
405463350

Parcel

Cadastral code
01.72.14.300.001
Owner
შპს "კოლოსი დიღომი" (405463350)
Area
7,321 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11005933
Status
Approved
Registered
12 December 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 20 December 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799502 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 12 დეკემბრის №AR11005933 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799502 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799502 ბრძანებით, №01.72.14.300.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი №2) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 11 დეკემბრიდან 2024 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799502 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ განმცხადებელს სურს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის - 75.5 კვ.მ. ფართობის დაფიქსირება. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 5360.7 კვ.მ-ის ნაცვლად 5442.2 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1042.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1058.2 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 9496.2 კვ.მ-ის ნაცვლად 9496.2 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო. აგრეთვე, საპროექტო ობიექტისთვის (ბლოკი №2) გათვალისწინებულია 5 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 75.5 კვ.მ. შესაბამისად, სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799502 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს - 75.5 კვ.მ. ამასთან, წარმოდგენილი გეგმები (+0.00 ნიშნულის გეგმიდან +16.60 ნიშნულის გეგმის ჩათვლით) არ იცვლება, ხდება მხოლოდ აღნიშნული ნიშნულის არქიტექტურულ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799502 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799502 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 75.5 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად - 5442.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 1058.2 კვ.მ., საერთო ფართობად - 9496.2 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799502 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (+0.00 ნიშნულის გეგმიდან +16.60 ნიშნულის გეგმის ჩათვლით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799502 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799502 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 20 December 2023Decision6814547 - Granted
  3. 19 December 2023City answer
  4. 19 December 2023Files uploaded
  5. 17 December 2023City answer
  6. 17 December 2023Files uploaded

Documents

Drawings and project files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal