ქალაქი თბილისი, ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩა, N 34
Decision
- Decision number
- 6837537
- Decision date
- 11 January 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვასილი ჯალაღონია
- Organization
- 45722
- Developer (company ID)
- 402037746
Parcel
- Cadastral code
- 01.11.17.006.958
- Owner
- შპს "ჯორჯიან ფროფერთი ინვესტმენტ" (402037746)
- Area
- 750 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.11.17.006.958Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11006432
- Status
- Approved
- Registered
- 15 December 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 5
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 January 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 14 დეკემბრის №6805965 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 15 დეკემბერს №AR11006432 განცხადებით მომართა ვასილი ჯალაღონიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 14 დეკემბრის №6805965 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 14 დეკემბრის №6805965 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩა №34-ში მდებარე №01.11.17.006.958 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 14 დეკემბრიდან 2025 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 14 დეკემბრის №6805965 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ განმცხადებელს სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის - 87.5 კვ.მ. ფართობის დაფიქსირება. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. კერძოდ, სამსახურის 2023 წლის 14 დეკემბრის №6805965 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე დატანილია 7 ღია ავტოსადგომი (ფართობი: 87.5 კვ.მ.). თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად აღნიშნული ავტოსადგომების ფართობის დაფიქსირება გამორჩენილ იქნა სამსახურის 2023 წლის 14 დეკემბრის №6805965 ბრძანებაში. ამასთან, გენ-გეგმა არ იცვლება, ხდება მხოლოდ გენ-გეგმაზე ღია ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 14 დეკემბრის №6805965 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს: ღია ავტოსადგომები: 87.5 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 14 დეკემბრის №6805965 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 14 დეკემბრის №6805965 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 14 დეკემბრის №6805965 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 11 January 2024Decision6837537 - Granted
- 10 January 2024City answer
- 10 January 2024Files uploaded
- 5 January 2024City answer
- 3 January 2024Files uploaded
- 28 December 2023City answer
- 28 December 2023Files uploaded
- 26 December 2023City answer
- 26 December 2023Files uploaded
- 15 December 2023Files uploaded
Documents
Other files5
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal