OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის III ჩიხი , N18-20

AR11008055Construction permitOther use25 December 2023
Sign in to follow

Decision

Decision number
6849768
Decision date
22 January 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვახტანგ ხოჭოლავა
Developer (company ID)
202496600

Parcel

Cadastral code
01.81.21.104.008
Owner
ე.ს. ამხანაგობა ივერთუბანი-21 (202496600)
Area
333 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11008055
Status
Approved
Registered
25 December 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
4 days
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
4

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 January 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №6421931 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 25 დეკემბრის №AR11008055 განცხადებით მომართა ვახტანგ ხოჭოლავამ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №6421931 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №6421931 ბრძანებით, №01.81.21.104.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 აპრილიდან 2024 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №6421931 გადაწყვეტილების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 168.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 145.0 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 22.7 კვ.მ-ის ნაცვლად 44.20 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 8.4 კვ.მ-ის ნაცვლად 38.40 კვ.მ., საერთო ფართობი 201.8 კვ.მ-ის ნაცვლად 230.10 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, გეგმები არ იცვლება უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკური შეცდომის გასწორება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №6421931 გადაწყვეტილებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 145.0 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 44.20 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 38.40 კვ.მ., საერთო ფართობად: 230.10 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №6421931 გადაწყვეტილებით შეთანხმებული გეგმები (გარდა სახურავის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №6421931 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №6421931 გადაწყვეტილებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 22 January 2024Decision6849768 - Granted
  3. 18 January 2024City answer
  4. 18 January 2024Files uploaded
  5. 15 January 2024City answer
  6. 15 January 2024Files uploaded
  7. 9 January 2024City answer
  8. 9 January 2024Files uploaded
  9. 25 December 2023Files uploaded

Documents

Drawings and project files4

  • დაზუსტებული ფართობები - გეგმებზე 008.pdfOpen ↗
  • 008 დაზუსტებული ფართობები - გეგმებზე 09.01.pdfOpen ↗
  • 008 დაზუსტებული ფართობები - გეგმებზე 15.01.pdfOpen ↗
  • 008 დაზუსტებული ფართობები - გეგმებზე 18.01.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal