ქალაქი თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, N 4
Decision
- Decision number
- 6839295
- Decision date
- 12 January 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი ბარნაბიშვილი
- Developer (company ID)
- 404870412
Parcel
- Cadastral code
- 01.14.14.005.271
- Owner
- შპს "სონნეთ ქონსთრაქშენ" (404870412)
- Area
- 2,487 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.14.14.005.271Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11008187
- Status
- Approved
- Registered
- 26 December 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 17 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 January 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 და 2023 წლის 12 დეკემბრის №6801527 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 26 დეკემბერს №AR11008187 განცხადებით მომართა ირაკლი ბარნაბიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანებით, №01.14.14.005.271 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის ,,ც" ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 31 ოქტომბრიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6801527 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდა 2844.8 კვ.მ., ხოლო, საერთო ფართობად - 16307.9 კვ.მ. ამასთან, შეთანხმებული -13.20, -9.60, -6.60, -3.60 და +43.80 ნიშნულების მხოლოდ არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2023 წლის 9 ნოემბერს №AR1999984 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული არქიტექტურული გეგმებით („პდფ“ ფაილი „18:09 -სთ., 8.12.2023წ.“; 1-5 გვერდები). წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ამჯერად ითხოვს შეთანხმებულ გეგმებზე დაფიქსირებული სასაწყობე ფართობების ნაცვლად დამხმარე ფართობების (ნუმერაციებით) მითითებას და დამხმარე ფართობად 190.5 კვ.მ-ის ნაცვლად 293.2 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 16307.9 კვ.მ-ის ნაცვლად 16410.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი დამხმარე ფართობები და მათი ნუმერაციები არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ დამხმარე ფართობების და ნუმერაციების დაზუსტება. სამსახურმა ასევე, დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6801527 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად „სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანების“ ნაცვლად არასწორად დაფიქსირდა „სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №5739904 ბრძანება“. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნულ ნაწილშიც ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 და 2023 წლის 12 დეკემბრის №6801527 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანებაში და: 1.1.ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს 293.2 კვ.მ., საერთო ფართობად 16410.6 კვ.მ. 1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. 2. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6801527 ბრძანებაში და აღნიშნულ ბრძანებაში: „სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №5739904 ბრძანება“-ს ნაცვლად დაფიქსირდეს „სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანება“. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 და 2023 წლის 12 დეკემბრის №6801527 ბრძანებები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 და 2023 წლის 12 დეკემბრის №6801527 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 12 January 2024Decision6839295 - Granted
- 10 January 2024City answer
- 10 January 2024Files uploaded
- 26 December 2023Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal