ქალაქი თბილისი, მოსკოვის გამზირი, N 9დ
Decision
- Decision number
- 6858235
- Decision date
- 29 January 2024
- Outcome
- Granted
- Construction period
- 21 November 2023 – 21 November 2027
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ანტონი მჭედლიშვილი
- Developer (company ID)
- 405499161
Parcel
- Cadastral code
- 01.17.12.003.168
- Owner
- დავით ჯაფარიძე (P/N: *********29)
- Area
- 4,170 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.17.12.003.168Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11009412
- Status
- Approved
- Registered
- 6 January 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 23 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 29 January 2024City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №6771004 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 06 იანვარს №AR11009412 განცხადებით მომართა ანტონი მჭედლიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №6771004 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 10 ოქტომბრის №6703595 ბრძანებით შეთანხმდა №01.17.12.003.168 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №6771004 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 21 ნოემბრიდან 2027 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსრებულია შპს "სიგმა დეველოპმენტი" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406361315). წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №6771004 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ, დამკვეთად ძველი მესაკუთრის - შპს „სიგმა დეველოპმენტი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406361315) ნაცვლად შპს „აკრისი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405499161) დაფიქსირებას. დღევანდელი მდგომაროებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №892023430868; მომზადების თარიღი: 22/12/2023 წ.) ქ.თბილისში, მოსკოვის გამზირი №9დ ში მდებარე №01.17.12.003.168 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „აკრისი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405499161). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B23145500, მომზადების თარიღი: 12/10/2023 წ.), შპს „აკრისი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405499161) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ ანტონი მჭედლიშვილი და მაია ქურციკიძე. შპს „აკრისი“-ს სადამფუძნებლო შეთანხმების მიხედვით ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებენ ერთპიროვნულად. შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის - ანტონი მჭედლიშვილის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით, №01.17.12.003.168 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „აკრისი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405499161), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს შპს „აკრისი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405499161). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №6771004 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „აკრისი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405499161). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №6771004 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №6771004 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 29 January 2024Decision6858235 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal