OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ლადო მესხიშვილის ქუჩა, N 20

AR11009585Construction permitOther use8 January 2024- Avlabari
Sign in to follow

Decision

Decision number
6846641
Decision date
17 January 2024
Outcome
Granted
Construction period
23 months
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
შოთა ჯოჯუა
Developer (company ID)
404552453

Parcel

Cadastral code
01.17.01.059.011
Owner
შოთა კეზეროტი (P/N: *********36)
Area
761 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11009585
Status
Approved
Registered
8 January 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
9 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 17 January 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 07 დეკემბრის №6793041 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 08 იანვრის №AR11009585 განცხადებით მომართა შოთა ჯოჯუამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 07 დეკემბრის №6793041 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ეტაპების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 07 დეკემბრის №6793041 ბრძანებით №01.17.01.059.011 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის („ა“ და „ბ“ ბლოკები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 07 დეკემბრიდან 2025 წლის 07 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 07 დეკემბრის №6793041 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გამორჩენილია „ა“ ბლოკისთვის გათვალისწინებული ეტაპების დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. კერძოდ, შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტით, „ა“ და „ბ“ ბლოკებისთვის მშენებლობის ეტაპები და მშენებლობის ვადები გათვალისწინებულია ცალ-ცალკე, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად ბრძანებაში მხოლოდ „ბ“ ბლოკის მშენებლობის ეტაპები და მშენებლობის ვადა დაფიქსირდა. ამასთან მშენებლობის ვადად უნდა დაფიქსირებულიყო „ა“ ბლოკის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ვადა (23 თვე), ნაცვლად ბრძანებაში დაფიქსირებული „ბ“ ბლოკისთვის გათვალისწინებული 14 თვისა. ამასთან, მშენებლობის ორგანიზების პროექტები და კალენდარული გრაფიკები არ იცვლება, ხდება მხოლოდ „ა“ და „ბ“ ბლოკებისთვის გათვალისწინებულ მშენებლობის ორგანიზების პროექტებზე და კალენდარულ გრაფიკებზე შესაბამისი აღნიშვნის დატანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 07 დეკემბრის №6793041 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 07 დეკემბრიდან 2025 წლის 07 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. 4. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: „ა“ ბლოკისთვის: I ეტაპი: ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე. II ეტაპი: შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან პირველი და მეორე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა; III ეტაპი: შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან მესამე და მეოთხე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა; IV ეტაპი: შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან მეხუთე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა; V ეტაპი: შენობა-ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა; VI ეტაპი: შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის ტექნიკური ქსელების მოწყობა; VII ეტაპი: არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; VIII ეტაპი: შენობა-ნაგებობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები; IX ეტაპი: მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები, სამშენებლო ნარჩენების გატანა. „ბ“ ბლოკისთვის: I ეტაპი: შენობა-ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა; II ეტაპი: შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის ტექნიკური ქსელების მოწყობა; III ეტაპი: არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; IV ეტაპი: შენობა-ნაგებობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები; V ეტაპი: მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები, სამშენებლო ნარჩენების გატანა; გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას “. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 07 დეკემბრის №6793041 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტები და კალენდარული გრაფიკები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული მშენებლობის ორგანიზების პროექტიებთ და კალენდარული გრაფიკებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 07 დეკემბრის №6793041 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 07 დეკემბრის №6793041 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 17 January 2024Decision6846641 - Granted
  3. 16 January 2024City answer
  4. 16 January 2024Files uploaded
  5. 8 January 2024Files uploaded

Documents

Other files2

  • tanxmoba da posi.pdfOpen ↗
  • posi bolos bolo tasidan chamotvirtuli miwerili blokebis saxelebi cxrilze.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal