OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, შანდორ პეტეფის ქუჩა, N 19

AR11009857Construction permitOther use10 January 2024
Sign in to follow

Decision

Decision number
6845512
Decision date
17 January 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გურამ თავაძე
Developer (company ID)
405184697

Parcel

Cadastral code
01.17.10.005.088
Owner
შპს "ურბან დეველოფმენთს" (405184697)
Area
2,095 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11009857
Status
Approved
Registered
10 January 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 17 January 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 10 იანვარს №AR11009857 განცხადებით მომართა გურამ თავაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებით, ქ. თბილისში, შანდორ პეტეფის ქუჩა №19-ში მდებარე №01.17.10.005.088 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 31 ოქტომბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 15 დეკემბრის №6808156 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა: 215.2 კვ.მ., ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდა: 748.9 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 523.4 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 1379.3 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 74.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 1382.6 კვ.მ. საერთო ფართობად - 11376.4 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2023 წლის 16 ნოემბრის №AR11001232 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 876.7 კვ.მ-ის ნაცვლად 850.8 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება უბრალოდ ხდება წარმოდგენილ არქიტექტურული გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს: 850.8 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 და 2023 წლის 15 დეკემბრის №6808156 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 17 January 2024Decision6845512 - Granted
  3. 9 January 2024Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • რეესტრი.გეგმები.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal