OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა წულუკიძე , N 15

AR11010077Construction permitOther use12 January 2024
Sign in to follow

Decision

Decision number
6858150
Decision date
26 January 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზურაბ მალაზონია
Developer (company ID)
406291212

Parcel

Cadastral code
01.17.10.012.158
Owner
ოქსანა სტეფანოვი (P/N: *********67)
Area
1,175 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11010077
Status
Approved
Registered
12 January 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
14 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 26 January 2024City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის №6125834 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 12 იანვარს №AR11010077 განცხადებით მომართა ზურაბ მალაზონიამ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის №6125834 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის №6125834 ბრძანებით შეთანხმდა №01.17.10.012.158 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 03 აპრილის №6398285 ბრძანებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) 2023 წლის 27 თებერვლის №217 ბრძანების აღსრულების ფარგლებში გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 03 აპრილიდან 2025 წლის 03 მარტის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 01 სექტემბრის №6642750 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2023 წლის 03 აპრილის №6398285 ბრძანებაში და გაგრძელდა მშენებლობის ვადა 2025 წლის 16 მარტის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის №6125834 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ, განმარტავს, რომ არქიტექტურულ პროექტში ფიქსირდება რამდენიმე ზედმეტი კოლონა, რომელიც არ არის შეთანხმებულ კონსტრუქციულ პროექტში. აღნიშნულიდან გამომდინარე სურს წარმოდგენილი გეგმების და ჭრილების ჩანაცვლება. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები და ჭრილები კოლონების ნაწილში მოყვანილია შეთანხმებულ კონსტრუქციულ პროექტთან შესაბამისობაში. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნულ ნაწილში ტექნიკური შეცდომის გასწორება. ამასთან წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ კოლონების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის №6125834 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის №6125834 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გეგმები და ჭრილები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით და ჭრილებით. 2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის №6125834 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის №6125834 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 26 January 2024Decision6858150 - Granted
  3. 24 January 2024City answer
  4. 24 January 2024Files uploaded
  5. 12 January 2024Files uploaded

Documents

Other files2

  • ტექ. ხარვეზი, წულუკიძე.rarOpen ↗
  • ტექ. ხარვეზი, წულუკიძე24.01.2024.rarOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal