ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 6
Decision
- Decision number
- 6846832
- Decision date
- 18 January 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე მგალობლიშვილი
- Organization
- 21085
- Developer (company ID)
- 205050567
Parcel
- Cadastral code
- 01.18.05.001.006
- Owner
- შპს "კავკასიის უნივერსიტეტი" (205050567)
- Area
- 855 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.18.05.001.006Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11010643
- Status
- Approved
- Registered
- 16 January 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 January 2024City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6826527 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 16 იანვარს №AR11010643 განცხადებით მომართა ალექსანდრე მგალობლიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6826527 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6801733 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისი, ქუჩა გორგასალი №6-ში მდებარე №01.18.05.001.006 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის №343 განკარგულების გათვალისწინებით, ოფისის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6826527 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 29 დეკემბრიდან 2024 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6826527 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტში დაფიქსირებული ინფორმაცია შეუსაბამოა საპროექტო ობიექტთან/განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებთან და შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2023 წლის 22 დეკემბრის №AR11005796 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, №01.18.05.001.006 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6801733 ბრძანებით შეთანხმებული ოფისის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6826527 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაიცა მშენებლობის ნებართვა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი არასწორად ჩამოყალიბდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6826527 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6826527 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გაიცეს, ქ. თბილისში, ქუჩა გორგასალი №6-ში მდებარე №01.18.05.001.006 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმებული ოფისის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6826527 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6826527 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 January 2024Decision6846832 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal