ქალაქი თბილისი, გიორგი დანელიას ქუჩა, N 3
Decision
- Decision number
- 6846945
- Decision date
- 18 January 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვიტალი რჟანსკი
- Developer (company ID)
- 405331154
Parcel
- Cadastral code
- 01.14.05.009.001
- Owner
- ლალი თორია (P/N: *********88)
- Area
- 450 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.05.009.001Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11010871
- Status
- Approved
- Registered
- 16 January 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 January 2024City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6831863 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 16 იანვარს №AR11010871 განცხადებით მომართა ვიტალი რჟანსკიმ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6831863 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 15 დეკემბრის №6777545 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისი, გიორგი დანელიას ქუჩა №3-ში მდებარე №01.14.05.009.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6831863 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 10 იანვრიდან 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6831863 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი არასწორად არის ჩამოყალიბებული, კერძოდ მშენებლობის ნებართვის გაცემის ნაცვლად ფიქსირდება ინფორმაცია პროექტის შეთანხმების თაობაზე. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2023 წლის 19 დეკემბრის №AR11007162 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, №01.14.05.009.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2023 წლის 15 დეკემბრის №6777545 ბრძანებით შეთანხმებული ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის კალენდარული გრაფიკი 12 თვეზე. სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6831863 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაიცა მშენებლობის ნებართვა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში არ იქნა დაფიქსირებული ტექსტი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6831863 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6831863 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გაიცეს, ქ. თბილისში, გიორგი დანელიას ქუჩა №3-ში მდებარე №01.14.05.009.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმებული ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა. 2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 10 იანვრიდან 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით. 3. განემარტოს დამკვეთს, რომ ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოს თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება, საპროექტო შენობის ვიზუალიზაციით და შესაბამისი რეკვიზიტებით. 4. ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში საპროექტო ობიექტის მშენებლობის საკითხი წინასწარ იქნეს შეთანხმებული ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრესთან. 5. მშენებლობის წარმოებისას დაცული იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე–ნარგავები, ხის მოჭრის ან გადარგვის საჭიროების შემთხვევაში საკითხი წინასწარ იქნას შეთანხმებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან. საპროექტო ობიექტი უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო წყალარინების (საკანალიზაციო) შიდა და გარე სისტემით. მშენებლობის დამთავრების შემდეგ ობიექტი მიღებული იქნეს ექსპლუატაციაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამშენებლო დოკუმენტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ დამოწმებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. თუ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება სანებართვო დოკუმენტაციას, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო დამრღვევის მიმართ გაატარებს «საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი» საქართველოს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებას. დამკვეთი ვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №8-19 დადგენილების თანახმად, უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა, რომლის გადაუხდელობაც ჩაითვლება სანებართვო პირობის დარღვევად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. დამატებით გაცნობებთ, რომ გაურკვევლობის შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მერიის ცხელ ხაზს - ტელ: 2722222, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ შარტავას ქ. №7, მერიის შენობა, პირველი სართული, სივრცე №4.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6826527 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6826527 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 January 2024Decision6846945 - Granted
- 16 January 2024Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal