OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობა

AR11012059Construction permitOther use24 January 2024- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6863128
Decision date
31 January 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლუკა ხვიბლიანი
Developer (company ID)
405657793

Parcel

Cadastral code
01.72.14.234.013
Owner
შპს "ენ სი დი ვაშლიჯვარი" (405244418)
Area
5,612 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11012059
Status
Approved
Registered
24 January 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 31 January 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის №6816515 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 24 იანვარს №AR11012059 განცხადებით მომართა ლუკა ხვიბლიანმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის №6816515 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის №6816515 ბრძანებით №01.72.14.234.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 22 დეკემბრიდან 2026 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წარმოდგენილი განცხადებით (2024 წლის 26 იანვრის შეტყობინების გათვალისწინებით) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის №6816515 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ის ველში მესაკუთრე(ები)ს გრაფაში მიწის ნაკვეთის, ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემის დროს არსებული მესაკუთრის დაფიქსირება. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 15533.0 კვ.მ-ის ნაცვლად 15533.4 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 2213.15 კვ.მ-ის ნაცვლად 2213.1 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 26585.95 კვ.მ-ის ნაცვლად 26586.3 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურის მიერ, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2023 წლის 23 ივნისის №AR1973129 განცხადებით, შპს "ენ სი დი დიღომის" წარმომადგენლის ლუკა ხვიბლიანის მიერ მოთხოვნილ იქნა, №01.72.14.234.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო/სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაცია – №892023379269, მომზადების თარიღი: 18/12/2023 წ.). სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის №6816515 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში, მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ის ველში, მესაკუთრე(ები)ს გრაფაში, მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის შპს „ენ სი დი დიღომის“ (ს/ნ: 405657793) ნაცვლად, ავტომატურად აისახა რუკაზე მონიშნული მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრე შპს "ენ სი დი ვაშლიჯვარი" (№AR1973129 23.06.2023წ. განცხადების რეგისტრაციის დროს არსებული). აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში, მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ის ველში მესაკუთრე(ები)ს გრაფაში დაფიქსირდეს შპს „ენ სი დი დიღომი“ (ს/ნ: 405657793). აღსანიშნავია, რომ ბრძანებაში დამკვეთად სწორად არის დაფიქსირებული შპს „ენ სი დი დიღომი“ (ს/ნ: 405657793). ამასთან, სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა -2.80 ნიშნულისა და სახურავის გეგმებისა) არ იცვლება უბრალოდ ხდება წარმოდგენილ არქიტექტურულ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის №6816515 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის №6816515 ბრძანებაში და: 1.1. ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში, მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ის ველში, მესაკუთრე(ები)ს გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: შპს „ენ სი დი დიღომი“ (ს/ნ: 405657793).“. 1.2. ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 15533.4 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 2213.1 კვ.მ., საერთო ფართობად - 26586.3 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის №6816515 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა -2.80 ნიშნულისა და სახურავის გეგმებისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის №6816515 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის №6816515 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 31 January 2024Decision6863128 - Granted
  3. 24 January 2024Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • დიღომი გეგმები.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal