ქალაქი თბილისი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 9
Decision
- Decision number
- 6869729
- Decision date
- 5 February 2024
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზაზა ბასილაძე
- Developer (company ID)
- 201951780
Parcel
- Cadastral code
- 01.13.03.023.046
- Owner
- სააქციო საზოგადოება მამული (201951780)
- Area
- 1,395 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.03.023.046Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11013646
- Status
- Not reviewed
- Registered
- 2 February 2024
- Type
- Reconstruction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 5 February 2024City answer
..ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ შემდეგს: ქ. თბილისში, ევგენი მიქელაძის ქუჩა N9-ში (საკ. კოდი № 01.13.03.023.046),უნებართვო სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოების თაობაზე, შ.პ.ს ,,დინო 2007"-ის (ს/ნ:202390858) და სააქციო საზოგადოება ,,მამული"-ს (ს/ნ: 201951780) მიმართ მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გაიცა № 000989 მითითება, რითაც დაიწყო სამშენებლოსამართალდარღვევის საქმის წარმოება. აღნიშნული მითითებით დამრღვევს დაევალა წარმოადგინოს სანებართვო დოკუმენტაცია ან მოიყვანოს ობიექტი საინვენტარიზაციო გეგმის შესაბამისობაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა წარმოადგინოთ სამართალდარღვევისათვის ჯარიმის გადახდის ქვითარი ან ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილი ამ ეტაპზე სამართალდარღვევის არ არსებობასთან დაკავშირებით; წარმოადგინეთ შპს მაგნიფიკოს წესდების თანახმად უფლებამოსილი პირის მიერ განმცხადებელზე გაცემული მინდობილობა. ვინაიდან იჯარის ხელშეკრულების ვადა აღემატება ერთ წელს, დაარეგისტრირეთ საჯარო რეესტრში. წარმოადგინეთ ფართის მესაკუთრის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა მიმდინარე განცხადებით შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. სამსახურის შეფასებნით მსგავსი სახით სარეკლამო აბრების მოწყობა სამსახურს არ მიაჩნია მიზანშეწონილად , შესაძლებელია მოაწყოთ თქვენ კუთვნილი ფართის ფასადის არეალზე მოცულობითი ასოების გამოყენებით სარეკლამო წარწერები კანონმდებლობის დაცვით. წარმოდგენილი მოცულობითი ასოების გამოყენებით სარეკლამო აბრის მოწყობა არ არის რეკლამის შესახებ კანონის დაცვით შესრულებული კერძოდ : "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". -სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). --სარეკლამო აბრაზე წარწერა უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტირებულ) ფორმას. - მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შეიცვალოს საპროექტო ფოტომონტაჟი. საჭიროების შემთხვევაში, დაზუსტებული ინფორმაცია დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ, გეცნობებათ მითითებული რეკომენდაციის გათვალისწინებით ატვირთული დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი
Show moreShow less
- 5 February 2024Decision6869729
- 2 February 2024Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- არსებული სიტუაცია.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal