ქალაქი თბილისი , ნუცა ღოღობერიძის ქუჩა N9
Decision
- Decision number
- 6897790
- Decision date
- 21 February 2024
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნინო ფარცხალაძე
- Developer (company ID)
- 405047701
Parcel
- Cadastral code
- 01.14.12.003.130
- Owner
- შპს "ბალტიკ ინვესტმენტ გრუპ" (405047701)
- Area
- 5,213 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.12.003.130Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11015944
- Status
- Rejected
- Registered
- 14 February 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 21 February 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 14 თებერვალს №AR11015944 განცხადებით მომართა ნინო ფარცხალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 14 ივლისის №6561876 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 14 ივლისის №6561876 ბრძანებით №01.14.12.003.130 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი III) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 14 ივლისიდან 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 7 აგვისტოს №6602070 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 14 ივლისის №6561876 ბრძანებაში და საზაფხულო ფართობად დაფიქსირდა 3789.48 კვ.მ., საერთო ფართობად 16611.07 კვ.მ. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებლის მიერ ამჯერად მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 14 ივლისის №6561876 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და შეთანხმებული ფასადების ჩანაცვლება წარმოდგენილი ფასადებით. სამსახურმა შეთანხმებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ წარმოდგენილი ფასადები შეუსაბამოა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებთან, მაგ.: „ა“ კორპუსში +15.04 ნიშნულის გეგმაზე „a.E“ ღერძის გასწვრივ მდებარე ღიობების მოწყობა შეესაბამება არა წარმოდგენილ „aA-aE'“ ფასადს, არამედ შეთანხმებულს. ამასთან, წარმოდგენილ „cC-bA“ ფასადზე (+10.50 ნიშნულზე) „a.G“ და „b.D“ ღერძებში მდებარე ცხაურები შეთანხმებულ ამავე ნიშნულის გეგმაზე საერთოდ არ ფიქსირდება. აგრეთვე, წარმოდგენილ „b1-c16“ ფასადზე +0.00 ნიშნულის გეგმაზე „c.3-c.4” და „c.10-c.11” ღერძებში მდებარე ღიობები შეუსაბამოა შეთანხმებულ ამავე ნიშნულის გეგმაზე დაფიქსირებულთან და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს და საჭიროა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილება (კორექტირება). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 14 ივლისის №6561876 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 21 February 2024Decision6897790 - Refused
- 14 February 2024Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- Facades-11.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal