OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N 13

AR11017261Construction permitOther use20 February 2024
Sign in to follow

Decision

Decision number
6907001
Decision date
27 February 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვერიკო ბაბუციძე
Developer (company ID)
405000207

Parcel

Cadastral code
01.17.12.003.244
Owner
შპს "ჯეი5" (405080013)
Area
1,668 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11017261
Status
Approved
Registered
20 February 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 27 February 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812897 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 20 თებერვლის №AR11017261 განცხადებით მომართა ვერიკო ბაბუციძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812897 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812897 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირზე №13-ში მდებარე №01.17.12.003.244 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სახლი №9; ნაკვეთი №9) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 19 დეკემბრიდან 2024 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812897 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ განმცხადებელი განმარტავს, რომ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში №01.17.12.003.218 საკადასტრო კოდის ნაცვლად არასწორად დაფიქსირდა ს/კ: №01.17.12.003.236 საკადასტრო კოდი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ საპროექტო ობიექტისთვის გათვალისწინებულია 24 ღია ავტოსადგომი, მათ შორის 18 ღია ავტოსადგომი ფიქსირდება №01.17.12.003.244 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, 5 ღია ავტოსადგომი - №01.17.12.003.261 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო №01.17.12.003.218 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 1 ღია ავტოსადგომი. თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812897 ბრძანებაში №01.17.12.003.218 საკადასტრო კოდის ნაცვლად არასწორად დაფიქსირდა ს/კ: №01.17.12.003.236. შესაბამისად, შესაძლებელია ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საკადასტრო კოდის მითითების ნაწილში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812897 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812897 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში №01.17.12.003.236 საკადასტრო კოდის ნაცვლად დაფიქსირდეს ს/კ: №01.17.12.003.218. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812897 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812897 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 27 February 2024Decision6907001 - Granted
  3. 20 February 2024Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal