OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 31

AR11020483Construction permitOther use28 February 2024- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6919363
Decision date
6 March 2024
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი მაზიაშვილი
Developer (company ID)
430042937

Parcel

Cadastral code
01.72.14.036.152
Owner
თენგიზ ცუცქირიძე (P/N: *********38)
Area
2,500 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11020483
Status
Rejected
Registered
28 February 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 6 March 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 28 თებერვლის №AR11020483 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 08 სექტემბრის №6653954 ბრძანებით №01.72.14.036.152 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (I ბლოკი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 08 სექტემბრიდან 2024 წლის 08 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6664373 და 2023 წლის 20 ოქტომბრის №6718862 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა: 405.2 კვ.მ. სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებით №01.72.14.036.152 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (II ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გამორჩენილია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად ღია ავტოსადგომების ფართობის (386.7 კვ.მ.) დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ №01.72.14.036.152 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ღია ავტოსადგომები 2023 წლის 20 ოქტომბრის №6718862 ბრძანებით უკვე დაფიქსირდა 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში. ამასთან, სამსახურის 2024 წლის 01 მარტის №6914983 გადაწყვეტილებით სამსახურის მიერ მოთხოვნილია №6897964 და №6653954 ბრძანებებით შეთანხმებული პროექტების ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა გენგეგმის და კ3 კოეფიციენტის ანგარიშის ნაწილში. შესაბამისად, ღია ავტოსადგომების ნაწილში 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება. №6897964 და №6653954 ბრძანებებით შეთანხმებული პროექტების ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა საჭიროებს შეთანხმებული პროექტის ცვლილებას (კორექტირება). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში ღია ავტოსადგომებთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 6 March 2024Decision6919363 - Refused
  3. 28 February 2024Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • გენგეგმა შეთანხმებულის იდენტური 28,02,2024.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal