ქალაქი თბილისი , მასივი დიღომი , კვარტალი III , (ნაკვ. 38/004)
Decision
- Decision number
- 6916129
- Decision date
- 4 March 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლელა გურგენიძე
- Organization
- 28127
- Developer (company ID)
- 201990079
Parcel
- Cadastral code
- 01.13.03.038.004
- Owner
- ა (ა)იპ "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია" (201990079)
- Area
- 13,039 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.13.03.038.004Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11020588
- Status
- Approved
- Registered
- 28 February 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 4 March 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6795059 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 28 თებერვალს №AR11020588 განცხადებით მომართა ლელა გურგენიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6795059 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6501307 ბრძანებით №01.13.03.038.004 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საფეხბურთო სტადიონის რეკონსტრუქციის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6795059 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6501307 ბრძანებაში და სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2)-ის ნაცვლად დაფიქსირდა სპეციალური ზონა - 1 (სპეცზ–1). ასევე, მშენებლობის სახეობად რეკონსტრუქციის ნაცვლად დაფიქსირდა ახალი მშენებლობა. სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6871053 ბრძანებით ზემოაღნიშნულ №01.13.03.038.004 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა საფეხბურთო ცენტრის არქიტექტურული პროექტი. ამასთან, სამსახურში ფიქსირდება 2024 წლის 26 თებერვლის №AR11018975 განცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6795059 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ, განმცხადებელი, განმარტავს, რომ აღნიშნულ ბრძანებაში გამორჩენილია მშენებლობის სახეობის „ახალი მშენებლობის“ დაფიქსირება. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2023 წლის 28 ნოემბერს №AR11003152 განცხადებით მოთხოვნილ იქნა სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6501307 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა და სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2)-ის ნაცვლად სპეციალური ზონა - 1 (სპეცზ–1)-ის დაფიქსირება, ხოლო, რეკონსტრუქციის ნაცვლად ახალი მშენებლობის დაფიქსირება. სამსახურმა განიხილა აღნიშნული საკითხი და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა, სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6795059 ბრძანებაში მშენებლობის სახეობა (ახალი მშენებლობა) ტექნიკური შეცდომის შედეგად არ დაფიქსირდა. ასევე, არ დაფიქსირდა სამართლებრივი საფუძვლები და არასწორად მიეთითა განმცხადებლის სახელი და გვარი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6795059 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6795059 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6501307 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 28 ნოემბერს №AR11003152 განცხადებით მომართა ლელა გურგენიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6501307 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა ფუნქციური ზონის და მშენებლობის სახეობის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6501307 ბრძანებით №01.13.03.038.004 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საფეხბურთო სტადიონის რეკონსტრუქციის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6501307 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა და სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2)-ის ნაცვლად სპეციალური ზონა - 1 (სპეცზ–1)-ის დაფიქსირება, ასევე, მშენებლობის სახეობად რეკონსტრუქციის ნაცვლად ახალი მშენებლობის დაფიქსირება. მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების თანახმად, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სამსახურს, მიზანშეწონილად მიაჩნია, შეიტანოს ცვლილება სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6501307 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და მშენებლობის სახეობად „რეკონსტრუქცია“ ნაცვლად დაფიქსიროს „ახალი მშენებლობა“. ხოლო, სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2)-ის ნაცვლად დაფიქსიროს სპეციალური ზონა - 1 (სპეცზ–1). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 51-ე, 63-ე, 96-ე, მე-100 მუხლების, VI თავის, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის და პირობების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების თანახმად, ვბრძანებ: 1.შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6501307 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში. კერძოდ: 1.1. სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2)-ის ნაცვლად დაფიქსირდეს სპეციალური ზონა - 1 (სპეცზ–1). 1.2. მშენებლობის სახეობად რეკონსტრუქციის ნაცვლად დაფიქსირდეს ახალი მშენებლობა. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6501307 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6795059 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6795059 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 4 March 2024Decision6916129 - Granted
- 28 February 2024Files uploaded
Documents
Other files1
- NewArchitectureResponse (1).pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal