ქალაქი თბილისი , ქუჩა სანდრო ეული , N 3 , (ნაკვ.07/059) ; ქალაქი თბილისი , ქუჩა სანდრო ეული , N 3 , (ნაკვ.07/049)
Decision
- Decision number
- 6929680
- Decision date
- 13 March 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ბესიკ თეთვაძე
- Developer (company ID)
- 405641480
Parcel
- Cadastral code
- 01.14.05.007.719
- Owner
- შპს "სიმეტრია ჯიქიაზე" (405461218)
- Area
- 9,354 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.14.05.007.719Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11021451
- Status
- Approved
- Registered
- 4 March 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 9 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 March 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის №6872987 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 4 მარტს №AR11021451 განცხადებით მომართა ბესიკ თეთვაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის №6872987 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 1 მაისის №6439898 ბრძანებით, №01.14.05.007.719 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი (განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული). ხოლო, სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის №6872987 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 6 თებერვლიდან 2029 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის №6872987 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ შეთანხმებულ მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკსა და შეთანხმებულ ბრძანებაში დაფიქსირებული მშენებლობის განხორციელების დარჩენილი ეტაპები შეუსაბამოა ერთმანეთთან. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2023 წლის 14 ივნისის №AR1965864 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, შეთანხმებული მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, საპროექტო ობიექტზე დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის განსაზღვრულია 66 თვე და 16 დღე. ხოლო, დარჩენილი ეტაპები განსაზღვრულია 8 ეტაპად. სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის №6872987 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაიცა მშენებლობის ნებართვა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად შეთანხმებული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მშენებლობის ვადა, ხოლო მე-3 პუნქტში სამშენებლო სამუშაოების დარჩენილი ეტაპები არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის №6872987 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის №6872987 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1.1. „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 6 თებერვლიდან 2029 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.“. 1.2. „3. მშენებლობის დარჩენილი ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად (კალენდარული გრაფიკის მიხედვით): 3) შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები; შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის სამუშაოები; შენობა-ნაგებობის საძირკვლების მოწყობის სამუშაოები; ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე (-3.04 ნიშნულიდან +0.00 ნიშნულამდე). 4) შენობა-ნაგებობების ნულოვანი ნიშნულიდან ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა: +0.00 ნიშნულიდან +12.73 ნიშნულამდე, +12.73 - +25.53, +25.53 - +38.33, +38.33 - +51.13, +51.13 - +70.33, +70.33 - +86.55; 5) შენობა-ნაგებობის სახურავებისა და გადახურვების მოწყობა (+89.75 ნიშნული); 6) არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; 7) შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა; 8) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი; 9) შენობა-ნაგებობების გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები; 10) მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები. გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2025 წლის 31 დეკემბრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის №6872987 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის №6872987 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 13 March 2024Decision6929680 - Granted
- 4 March 2024Files uploaded
Documents
Other files1
- document.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal