ქალაქი თბილისი , ქუჩა ლომოური , N1 , სახლი 3
- Height
- 18 m
Figures as the applicant entered them in the form; not verified.
Applicant
- Name
- დავით ლოსაბერიძე
- Developer (company ID)
- 405637967
People
- Chief architect
- Name
- დავით ლოსაბერიძე
- Personal number
- *********44
The people the applicant named in the application form.
Parcel
- Cadastral code
- 01.17.01.038.012
- Area
- 1,376 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.01.038.012Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11022499
- Status
- Interim decision
- Registered
- 11 March 2024
- Type
- New construction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Waiting on
- the applicant
- since 10 April 2024 (957 days)
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 10 April 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქევნ მიერ ერექტრონულად ატვირთული 2024 წლის 11 მარტის AR11022499 განცხადება, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ლომოურის ქ. N1-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ესკიზის წინასწარ შეთანხმების საკითხს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციში კვლავ გამოვლინდა ხარვეზები, კერძოდ: 1. სამსახუხრის მიერ 2023 წლის 07 მარტის AR1952749 განცხადების საფუძველზე, 29/05/2023 წლის № 6481237 ბრძანებით 01.17.01.038.012 საკადასტრო ერთეულზე გაიცა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები სასტუმროს განთავსების მიზნით. თქვენ მიერ წარმოდგენილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ესკიზური პროექტი. საჭიროა დაზუსტდეს მოთხოვნა და შენობის ფუნქცია. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება შენობის ფუნქცია, საჭიროა პირველ ეტაპზე შევიდეს ცვლილება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში. ასევე განგიმარტავთ, რომ, განსახილველ ტერიტორიაზე (ს/კ N01.17.01.038.012) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის'' გრაფიკული ნაწილის, რუკის მიხედვით ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ–2) „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების დანართი 1-ით განსაზღვრულია ძირითადი და სპეციალური „ზონალური ნებართვით“ დაშვებული სახეობები, რომლის მიხედვითაც განაშენიანების სსზ-2-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსებას ესაჭიროება სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. აქედან გამომდინარე საჭიროა მიმართოთ ქ. თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და განცხადება ატვირთოთ საიტზე: https://urban.tbilisi.gov.ge შესაბამის ნომენკლატურაში; 2. წარმოდგენილი იქნეს საბჭოს წევრების რეკომენდაციების გათვალისწინებითა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობანაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ’’ საქარველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების, მე-12 მუხლის შესაბამისად შესრულებული სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია; 3. წარმოდგენილი გენგეგმის მიხედვით, 01.17.01.038.003 საკადასტრო ერთეულიც საპროექტო მიწის ნაკვეთადაა წარმოდგენილი, განიმარტოს აღნიშნულის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილება შევიდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში; 4. საკადასტრო გეგმაზე ფიქსირდება სერვიტუტი, განმარტებულ იქნეს და საჭიროების სემთხვევაში განახლდეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა; 5. დამატებით წარმოდგენილი იქნეს ფოტომონტაჟები სხვადასხვა ხედიდან რეალურ განაშენიანებაში ჩვენებით, მასალის, ზომების, ნიშნულებისა და ფერის კოდის მითითებით; 6. დამატებით წარმოდგენილ იქნას საპროექტო და მომიჯნავე შენობა-ნაგებობის ფასადების ესკიზური განშლები (მომიჯნავე შენობების ფასადები შესაძლებელია დატანილ იქნას მხოლოდ კონტურების სახით) , რომელზეც დატანილი იქნება აბსოლიტური ნიშნულები როგორც ყველაზე დაბალ, ასევე ყველაზე მაღალ წერტილებში; 7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დცვის საქალაქო სამსახურის 2023 წლის 23 მაისის N 18-01231433171 გადაწყვეტილების მიხედვით 1 ძირი მწვანე ნარგავი - თუთა N4(D=51 სმ) უნდა შენარჩუნდეს არსებული ფორმით. გათვალისწინებული იქნეს აღნიშნული. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 4 April 2024City answer
- 4 April 2024Files uploaded
- 11 March 2024Files uploaded
- 11 March 2024Files uploaded
- 11 March 2024Files uploaded
Documents
Other files4
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal