ქალაქი თბილისი , სოფელი ტაბახმელა
Decision
- Decision number
- 6937773
- Decision date
- 18 March 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზვიად სურგულაძე
- Developer (company ID)
- 402192863
Parcel
- Cadastral code
- 81.02.29.373
- Owner
- შპს "გ-9 გრუპი" (402192863)
- Area
- 708 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 81.02.29.373Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11022630
- Status
- Approved
- Registered
- 11 March 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 March 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6268645 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 11 მარტს №AR11022630 განცხადებით მომართა ზვიად სურგულაძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6268645 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6268645 ბრძანებით №81.02.29.373 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ორი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6268645 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით”. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2022 წლის 13 დეკემბრის №AR1939396 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 16 თვეზე და სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6268645 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით“ თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ 2022 წლის 13 დეკემბრის №AR1939396 განცხადებით მოთხოვნილ იქნა ორი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ განცხადებაზე, განმცხადებლის მიერ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილ იქნა გენ-გეგმა და საპროექტო გეგმები, სადაც საპროექტო ობიექტად მონიშნული იქნა ორი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი. სამსახურმა, იმსჯელა საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6268645 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად ორი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად არასწორად დაფიქსირდა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6268645 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6268645 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს ქ. თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №81.02.29.373), ორი ინდივიდუალური ერთბინაინი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. 3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით.“. 2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6268645 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6268645 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 March 2024Decision6937773 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal