OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 8 , (ნაკვ.01/058) ; ქალაქი თბილისი , გენერალ გულუას ქუჩის დასაწყისი (ნაკვეთი 01/045)

AR11023117New constructionMulti-unit residential13 March 2024
Total floor area
19,764.6 m²
Building footprint
885 m²
Residential area
7,350 m²
Plot area
3,094 m²
Height
95.4 m
Depth below ground
6.5 m
Building volume
72,088.4 m³

Figures as the applicant entered them in the form; not verified.

Sign in to follow

Decision

Decision number
6955328
Decision date
28 March 2024
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი ხმალაძე
Developer (company ID)
204381454

People

  • Client
    Name
    ივანე მარტიაშვილი
    Personal number
    *********43
    Organization
    შპს ირაო დეველოპმენტ
    Company code
    204381454
  • Chief architect
    Name
    გიორგი ხმალაძე
    Personal number
    *********32
    Organization
    შპს ხმალაძე არქიტექტორები
    Company code
    404856376

The people the applicant named in the application form.

Parcel

Cadastral code
01.18.05.001.105
Owner
შპს "ნექსთ რივერსაიდი" (445796381)
Area
3,094 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 17 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11023117
Status
Not reviewed
Registered
13 March 2024
Type
New construction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
15 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 28 March 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, რომლის პასუხად გაცნობებთ შემდეგს: 1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ამონაწერში დაფიქსირდეს ვალდებულება: შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ პერიოდში შენობა-ნაგებობაში არსებული ფართის დანიშნულების უცვლელად შენარჩუნების პირობით. 2. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: გენ.გეგმა უნდა მოიცავდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს, ღერძების ხაზებს, გაბარიტულ და ღერძულა ზომებს, მიწის ნაკვეთზე საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების გრუნტთან მიბმის მონაცემებს/ნიშნულებს, გადახურვის ნიშნულებს, ატმოსფერული ნალექების გადასვლის მაჩვენებლებს, გამწვანებას და სხვა კეთილმოწყობის ასპექტებს (ტროტუარი, გზა და ა.შ). დატანილ იქნას არსებული ხაზობრივი ნაგებობები და მითითებულ იქნას შესაბამისი მიბმის მანძილები. დაიტანეთ მისაწვდომი სვლაგეზი საზოგადოებრივ სივრცემდე და მიუთითეთ დახრის პროცენტული მაჩვენებელი. სამანქანო მოძრაობის სქემა და სამანქანო შესასვლელ-გამოსასვლელი მოეწყოს შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შესაბამისად, მიუთითეთ აღნიშნულის ზომები. დაიტანეთ განაშენიანების რეგულირების ხაზები უკანა ეზოებისათვის. 3. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნას საპროექტო ტერიტორიის, არსებული სიტუაციის ამსახველი განახლებული ფოტოსურათები. გაითვალისწინეთ, რომ ფოტოსურათები უნდა ასახავდეს ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას სრულად. 4. შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნას სრულყოფილი გრაფიკული დოკუმენტაცია დამუშავებული 41-ე და 732-ე დადგენილებების შესაბამისად. გეგმებზე დაიტანეთ ავეჯი. წარმოდგენილ იქნას ანალიზის ცხრილები და პირობითი აღნიშვნების ფურცელი გეგმების ნახაზებზე დაიტანეთ საკადასტრო საზღვრები დატანილი და დაცული იქნეს განაშენიანების რეგულირების ხაზები უკანა ეზოსთვის თითოეულ სართულზე დატანილ იქნას ტექნიკურ ეკონომიკური, ჯამური მაჩვენებლები. წარმოდგენილი იქნეს თითოეული ნიშნულის არქიტექტურული ნახაზები ცალ-ცალკე და თანმიმდევრულად. თითოეულ ნახაზზე სრულად იქნას დატანილი ღერძებს შორის და გაბარიტული ზომები. დატანილი იქნეს ავტოსადგომებისა და შესაბამისი თავისუფალი სიგანის პარამეტრები. მიუთითეთ სამანქანო სავალი ნაწილის პარამეტრები. დეტალურად იქნეს დატანილი პანდუსის დახრის პროცენტულობები და პარამეტრები, განსხვავებული პროცენტული დახრების გარდატეხის ადგილებში მითითებული იქნეს საწყისი და საბოლოო ნიშნულები დაიტანეთ ლიფტის კაბინის შიდა ზომები და კარის გაბარიტები. ბინები დაინომროს თანმიმდევრულად. 41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებულ გეგმებზე დატანილი იქნეს გასასვლელებს შორის მანძილები. 5. შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: მიწისპირა სართულის დასადგენად წარმოდგენილ იქნას -6.45 და -3.35 ნიშნულებზე არსებული სართულების განშლა რელიეფის ხაზისა და ფართის მითითებით. შესაბამისად დაანგარიშდეს მიწისპირა სართული (მიწისპირა სართული, რომლის იატაკის ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრამდეა, ხოლო მისი ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს აღემატება) და აღნიშნულის შესაბამისად მიწისპირა სართულს მიენიჭოს 0.00 ნიშნული, რის შესაბამისადაც უნდა დაკორექტირდეს ჭრილები, ფასადები და გეგმები (ნიშნულების მითითების ნაწილში). დაიტანეთ ღერძების ხაზები, გაბარიტული და ღერძულა ზომები, საკადასტროსთან მიბმის მანძილები. წარმოადგინეთ ფასადების დეტალური პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს გარე კედლების საფარის, ღიობების, გარე ფანჯრისა და კარების, არქიტექტურული გაფორმების, აივნებისა და მსგავსი ნაშვერების ნახაზებს (ცალკეული კვანძების დეტალური ნახაზებს). წარმოადგინეთ კარ-ფანჯრის სპეციფიკაცია. 6. შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. -> .სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი.: მაქსიმალური დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის სქემა საჭიროა ატვირთოთ შემდეგი შემადგენლობით: ტოპოგრაფიულ ძირზე დამუშვებული გენ-გეგმა, სიმაღლის განსაზღვრის ადგილის დატანით და ამ ადგილებში აგებული ჭრილ(ებ)ი; ყველა ნახაზზე: ქუჩ(ებ)ის სრული სიგანის მითითებით; ჭრილზე ღერძულა ხაზისა და ფასადის მაქსიმალური დასაშვები განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზის განსაზღვრით/ჩვენებით (ფორმულა H=L/Y); გაითვალისწინეთ, რომ 14-39 დადგენილების 31-ე მუხლის თანახმად თუ L-ის მნიშვნელობა შენობის საანგარიშო ზედაპირის მიმართ განსხვავებულია, H უნდა გამოითვალოს შესაბამის მხარეს L-ის უმცირესი მნიშვნელობიდან 7. ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : წარმოდგენილი იქნას არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალაზე საპროექტო შენობის განთავსების ფოტომონტაჟი. ვიზუალიზაციაზე დაიტანეთ ნიშნულები, მოსაპირკეთებელი მასალები და მათი ფერები. 8. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : წარმოადგინეთ სრულყოფილი ნახაზები, თითოეული სართულის გეგმების საკადასტრო საზღვრების სრულად დატანით. წარმოადგინეთ ავტოსადგომების მინიმალური რაოდენობის ანგარიში. წარმოადგინეთ ფუნქციების პროცენტული გადანაწილების ანგარიში. პროცენტულობის ანგარიში უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპით: საცხოვრებელი ფუნქციის ფართობებს მიკუთვნებული აივნები, იმავე სართულზე არსებული კიბის უჯრედების, ლიფტების, საერთო ჰოლის, მისასვლელი აივნებისა და საერთო სარგებლობის სხვა სათავსების ფართობები, უნდა იანგარიშოთ საცხოვრებელ ფუნქციაში, ხოლო საზოგადოებრივი ფუნქციის სართულზე არსებული ფართობები საზოგადოებრივში. აღნიშნული კროკები წარმოადგინეთ ყველა სართულზე საერთო ფართობის მითითებით გაითვალისწინეთ დადგენილი პროცენტული გადანაწილება და ფართობები. წარმოადგინეთ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების საანგარიშო სრულყოფილი კროკები სართულების შესაბამისად, შესაბამისი ექსპლიკაციების მითითებით. შესაბამის ველებში მითითებული ინფორმაცია შემდგომ გადამოწმდება. რეკომენდაციის სახით გაცნობებთ, რომ განაშენიანების ფართში მითითებული უნდა იქნეს ყველა სართულის გარე კონტურის შესაბამისი ფართობების ჯამური მაჩვენებელი, საერთო და შიდა ფართებში კი არ უნდა იანგარიშოთ საყრდენი კედლები, კოლონები და შახტები. 9. იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა შესააბამის ველში წარმოდგენილ იქნას „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისი #255 დადგენილების მიხედვით, არქიტექტურული პროექტის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებითა („ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“) და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილებით (“მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების”) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასკვნა და შესაბამისად მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია. III-IV კლასების შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად ექსპერტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სპეციალობის (არქიტექტორი) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სპეციალობით (არქიტექტორი) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი 10. საჭიროების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით -> სქემის pdf ფაილი: წარმოდგენილ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან და

    Show more
  2. 28 March 2024Decision6955328
  3. 13 March 2024Files uploaded
  4. 13 March 2024Files uploaded
  5. 13 March 2024Files uploaded
  6. 13 March 2024Files uploaded
  7. 13 March 2024Files uploaded

Some older entries, and the rest of very long texts, are not shown here.

Documents

Drawings and project files2

  • gen gegma.dwg
  • Khmaladze Architects_Ortachala_20240305.dwg

Other files13

Show all (13)

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal