ქალაქი თბილისი, ბაგრატ III ქუჩა, N 25
Decision
- Decision number
- 6946715
- Decision date
- 22 March 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ივანე მირცხულავა
- Developer (company ID)
- 406228283
Parcel
- Cadastral code
- 01.10.07.007.094
- Owner
- მარინე ბერძენიშვილი (P/N: *********65)
- Area
- 2,678 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.07.007.094Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11023356
- Status
- Approved
- Registered
- 14 March 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 22 March 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №6931303 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 14 მარტის №AR11023356 განცხადებით მომართა ივანე მირცხულავამ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №6931303 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №6931303 ბრძანებით, №01.10.07.007.094 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 13 მარტიდან 2024 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №6931303 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 6117.7 კვ.მ-ის ნაცვლად 6486.96 კვ.მ, კომერციული ფართობი 693.4 კვ.მ-ის ნაცვლად 693.6 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 835.6 კვ.მ-ის ნაცვლად 1022.6 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 829.5 კვ.მ-ის ნაცვლად 892.5 კვ.მ, დამხმარე ფართობი 54.1 კვ.მ-ის ნაცვლად 60.3 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი 2479.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1848.6 კვ.მ, საერთო ფართობი 11009.3 კვ.მ-ის ნაცვლად 11004.56 კვ.მ, შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკური შეცდომის გასწორება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №6931303 ბრძანებაში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 6486.96 კვ.მ, კომერციულ ფართობად: 693.6 კვ.მ, საზაფხულო ფართობად: 1022.6 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 892.5 კვ.მ, დამხმარე ფართობად: 60.3 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობად: 1848.6 კვ.მ, საერთო ფართობად: 11004.56 კვ.მ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №6931303 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში ატვირთული გასწორებული გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №6931303 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №6931303 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 22 March 2024Decision6946715 - Granted
- 14 March 2024Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- გეგმები ექსპლიკაციით.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal