OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, სტრაბონის ქუჩა, N 40 / არქანჯელო ლამბერტის ქუჩა, N31

AR11024284Construction permitOther use19 March 2024- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6951518
Decision date
26 March 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი არველაძე
Developer (company ID)
405296772

Parcel

Cadastral code
01.72.14.040.817
Owner
შპს "ბილდერზ" (405296772)
Area
2,824 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11024284
Status
Approved
Registered
19 March 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 26 March 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812653 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 19 მარტს №AR11024284 განცხადებით მომართა გიორგი არველაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812653 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812653 ბრძანებით, №01.72.14.040.817 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 20 თებერვლის №6894005 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 20 თებერვლიდან 2025 წლის 20 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 14 მარტის №6933256 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812653 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 5936.1 კვ.მ., საოფისე ფართობად - 297.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად -1097.5 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 1329.3 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობად - 865.6 კვ.მ., საერთო ფართობად - 10279.1 კვ.მ. და შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 4 მარტის №AR11021151 განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812653 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად 658.5 კვ.მ-ის ნაცვლად 656.8 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 10279.1 კვ.მ-ის ნაცვლად 10277.4 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმები და ავტოსადგომის ფართობი შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ავტოსადგომისა და შესაბამისად, საერთო ფართობები, არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ არქიტექტურულ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812653 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812653 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 656.8 კვ.მ., საერთო ფართობად - 10277.4 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812653 ბრძანებით (სამსახურის 2024 წლის 14 მარტის №6933256 ბრძანების გათვალისწინებით) შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812653 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №6812653 და სამსახურის 2024 წლის 14 მარტის №6933256 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 26 March 2024Decision6951518 - Granted
  3. 18 March 2024Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • გეგმები_დაზუსტებული_4.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal