ქალაქი თბილისი , ევგენი მიქელაძის ქუჩა N9ა
Decision
- Decision number
- 6989851
- Decision date
- 18 April 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ქრისტინა შარაშენიძე
- Developer (company ID)
- 404504639
Parcel
- Cadastral code
- 01.13.03.023.089
- Owner
- შპს "ბაუსტარი მმ" (404504639)
- Area
- 10,275 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 16 November 2026
Plots and zoning
- 01.13.03.023.089Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11025044
- Status
- Approved
- Registered
- 22 March 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 27 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 April 2024City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5986748 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 22 მარტს №AR11025044 განცხადებით მომართა ქრისტინა შარაშენიძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5986748 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5986748 ბრძანებით №01.13.03.023.089 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №3/3108-20) აღსრულების ფარგლებში შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 29 ივნისის №6010147 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 29 ივნისიდან 2026 წლის 29 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 15 იანვრის №6841498 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5986748 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდა 12084.4 კვ.მ., კომერციულ ფართობად 753.8 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 1261.6 კვ.მ. სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5986748 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა №AR11005601 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5986748 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. კერძოდ განმცხადებელი, განმარტავს, რომ სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5986748 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურული გეგმებზე გამოტანილ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გრაფაში რამდენიმე ბინის საზაფხულო ფართობი არასწორად იქნა მითითებული, რამაც ასევე გამოიწვია ჯამური (საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობები) ფართობების არასწორად მითითება. შესაბამისად, ითხოვს წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული გეგმები შეადარა შეთანხმებულ გეგმებს და დაადგინა, რომ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ მაჩვენებლების ცხრილში მითითებული საზაფხულო და საცხოვრებელი ფართობების ჯამური კვადრატულობების დაზუსტება. ამასთან, წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლება არ იწვევს სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5986748 ბრძანებაში დაფიქსირებული საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების გასწორებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. მდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5986748 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5986748 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა, -3.10, 0.00, +40.05 და +42.70 ნიშნულების არქიტექტურული გეგმებისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5986748 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5986748 და სამსახურის 2024 წლის 15 იანვრის №6841498 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 April 2024Decision6989851 - Granted
- 16 April 2024City answer
- 15 April 2024Files uploaded
- 21 March 2024Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- გეგმები.pdfOpen ↗
Other files1
- დიღომი 03.21.2024.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal