ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , III და IV მიკრო-რაიონებს შორის
Decision
- Decision number
- 6977102
- Decision date
- 11 April 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მინური აბულაძე
- Developer (company ID)
- 245599990
Parcel
- Cadastral code
- 01.10.07.007.104
- Owner
- შპს "არომა" (245599990)
- Area
- 19,000 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 4 November 2026
Plots and zoning
- 01.10.07.007.104Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11026447
- Status
- Approved
- Registered
- 28 March 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 14 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 5
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 April 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 30 ნოემბრის №6782399 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 28 მარტს №AR11026447 განცხადებით მომართა მინური აბულაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 30 ნოემბრის №6782399 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 30 ნოემბრის №6782399 ბრძანებით №01.10.07.007.104 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის („ა“ ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6836812 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 10 იანვრიდან 2026 წლის 10 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 31 იანვრის №6864290 და 2024 წლის 13 მარტის №6931474 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 30 ნოემბრის №6782399 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და სამსახურის 2023 წლის 30 ნოემბრის №6782399 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდა 2024 წლის 17 იანვრის №AR11010669 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმით, ხოლო -5.40 - +29.40 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 9 თებერვლის №AR11015078 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 30 ნოემბრის №6782399 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად 137.1 კვ.მ-ის ნაცვლად 150.76 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული -5.40 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა და დამხმარე ფართობის მაჩვენებელი შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი დამხმარე და შესაბამისად, საერთო ფართობები, არასწორი დაჯამების გამო. აღსანიშნავია, რომ დამხმარე ფართობის გასწორება გამოიწვევს მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის დაზუსტებასაც და შეადგენს 14934.95 კვ.მ-ს. ამასთან, შეთანხმებული -5.40 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა (სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №6931474 ბრძანების გათვალისწინებით) არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ აღნიშნული ნიშნულის არქიტექტურულ გეგმაზე დამხმარე ფართობზე შესაბამისი მაჩვენებლის მითითება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 30 ნოემბრის №6782399 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 30 ნოემბრის №6782399 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს 150.76 კვ.მ., საერთო ფართობად - 14934.95 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 30 ნოემბრის №6782399 ბრძანებით შეთანხმებული -5.40 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა (სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №6931474 ბრძანების გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 30 ნოემბრის №6782399 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 30 ნოემბრის №6782399, 2024 წლის 31 იანვრის №6864290 და 2024 წლის 13 მარტის №6931474 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 11 April 2024Decision6977102 - Granted
- 10 April 2024City answer
- 8 April 2024City answer
- 5 April 2024City answer
- 4 April 2024City answer
- 4 April 2024Files uploaded
- 28 March 2024Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal