ქალაქი თბილისი , აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორია
Decision
- Decision number
- 6968077
- Decision date
- 5 April 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნათია გრიგალაშვილი
- Organization
- 17784
- Developer (company ID)
- 405194490
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.006.976
- Owner
- ნიკოლოზ გილაური (P/N: *********79)
- Area
- 6,000 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.006.976Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11026523
- Status
- Approved
- Registered
- 29 March 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 5 April 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ოქტომბრის №5638257 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 29 მარტს №AR11026523 განცხადებით მომართა ნათია გრიგალაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 15 ოქტომბრის №5638257 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ეტაპების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ოქტომბრის №5638257 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.006.976 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე რეპროდუქტოლოგიური კლინიკის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 15 ოქტომბრიდან 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2021 წლის 15 ოქტომბრის №5638257 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა მშენებლობის ეტაპების მითითების ნაწილში. კერძოდ, განმცხადებელი უთითებს, რომ შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების პროექტში და სამსახურის 2021 წლის 15 ოქტომბრის №5638257 ბრძანებაში მითითებული ეტაპები რაოდენობრივად არ ემთხვევა ერთმანეთს. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2021 წლის 24 სექტემბრის №AR1849905 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის ორგანიზების პროექტი კალენდარულ გრაფიკთან ერთად, რომელშიც მშენებლობის ეტაპები განსაზღვრული იყო 10 ეტაპად, თუმცა, სამსახურის 2021 წლის 15 ოქტომბრის №5638257 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში ტექნიკური შეცდომის შედეგად დაფიქსირდა მშენებლობის 13 ეტაპი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ოქტომბრის №5638257 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ოქტომბრის №5638257 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1) მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან, მათ შორის, ამორტიზებული ან სხვა არსებული ნაგებობების დაშლასთან და სამშენებლო ნაგვის მოცილებასთან, შესანარჩუნებელი მწვანე ნარგავების დაცვასა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გადატანასთან; 2) მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილება; 3) შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება; 4) შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები; შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის სამუშაოები; შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები; ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე. 5) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან: ძირითადი კარკასის მონტაჟი 0.00 ნიშნულიდან +8.40 საპროექტო ნიშნულამდე; ძირითადი კარკასის მონტაჟი +8.40 ნიშნულიდან +14.40 საპროექტო ნიშნულამდე; 6) შენობა-ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა; 7) არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; 8) შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო ქსელების მოწყობა; ტექნოლოგიური მოწყობილობის მონტაჟი; 9) შენობა-ნაგებობების გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები; 10) მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ოქტომბრის №5638257 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ოქტომბრის №5638257 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 5 April 2024Decision6968077 - Granted
- 29 March 2024Files uploaded
Documents
Other files1
- msheneblobis organizebis proeqti SeTanxmebuli ar.zipOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal