ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , III და IV მიკრო-რაიონებს შორის
Decision
- Decision number
- 6977674
- Decision date
- 11 April 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მინური აბულაძე
- Developer (company ID)
- 245599990
Parcel
- Cadastral code
- 01.10.07.007.104
- Owner
- შპს "არომა" (245599990)
- Area
- 19,000 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 4 November 2026
Plots and zoning
- 01.10.07.007.104Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11026535
- Status
- Approved
- Registered
- 28 March 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 5
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 April 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 28 მარტს №AR11026535 განცხადებით მომართა მინური აბულაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებით №01.10.07.007.104 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის („ბ“ ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №6822471 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 26 დეკემბრიდან 2027 წლის 23 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 02 თებერვლის №6868826 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომები: 869.5 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა და გენ-გეგმა ჩანაცვლდა №AR1953075 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმით და გენ-გეგმით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური განმარტავს, რომ ღია ავტოსადგომები უკვე დაფიქსირებულია სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში. სამსახურის 2024 წლის 04 მარტის №6917017 ბრძანებით კვლავ გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში და საერთო ფართობად დაფიქსირდა 20415.9 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 12760.24 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 3115.95 კვ.მ., სარდაფის ფართობად 120.84 კვ.მ., დამხმარე ფართობად 271.63 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა, სახურავის გეგმისა) ჩანაცვლდა №AR11015491 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, ავტოსადგომების ფართობის მითითებასთან დაკავშირებით და ითხოვს ავტოსადგომების ფართობად 2449.04 კვ.მ-ის ნაცვლად 2448.56 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 20415.9 კვ.მ-ის ნაცვლად 20415.42 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ასევე, განმცხადებელი განმარტავს, რომ -3.00 და 0.00 ნიშნულების გეგმებზე დატანილი შიდა ავტოსადგომების ფართობები არ ემთხვეოდა ამავე გეგმების ექსპლიკაციებზე დატანილ შიდა ავტოსადგომების ფართობებს და ახლა შესწორდა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული გეგმების ჩანაცვლებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ავტოსადგომების ფართობი შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ავტოსადგომების ფართობი არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი -3.00 და 0.00 ნიშნულების გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ შიდა ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 20415.42 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 2448.56 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებით შეთანხმებული -3.00 და 0.00 ნიშნულების გეგმები (სამსახურის 2024 წლის 04 მარტის №6917017 ბრძანებით ჩანაცვლებული ამავე ნიშნულების გეგმების გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415, სამსახურის 2024 წლის 02 თებერვლის №6868826 და 2024 წლის 04 მარტის №6917017 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 11 April 2024Decision6977674 - Granted
- 10 April 2024City answer
- 8 April 2024City answer
- 8 April 2024Files uploaded
- 5 April 2024City answer
- 5 April 2024Files uploaded
- 4 April 2024City answer
- 4 April 2024Files uploaded
- 28 March 2024Files uploaded
Documents
Other files4
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal