ქალაქი თბილისი , გურამიშვილის გამზირსა და ხევისუბნის ქ. N2-4 -ის მიმდებარედ (ნაკვ.16/013)
Decision
- Decision number
- 6984141
- Decision date
- 16 April 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზაურ ომანაძე
- Developer (company ID)
- 400169198
Parcel
- Cadastral code
- 01.12.08.016.049
- Owner
- შპს "ომან ჯგუფი" (400169198)
- Area
- 2,955 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.12.08.016.049Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11027773
- Status
- Approved
- Registered
- 5 April 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 11 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 16 April 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 მარტის №6956725 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 05 აპრილის №AR11027773 განცხადებით მომართა ზაურ ომანაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 28 მარტის №6956725 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 28 მარტის №6956725 ბრძანებით №01.12.08.016.049 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 28 მარტიდან 2027 წლის 28 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 28 მარტის №6956725 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე, რამდენიმე ბინების საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების ჯამი არ შეესაბამება ამავე ბინების ექსპლიკაციაზე მითითებულ საერთო ფართობის მაჩვენებელს. ამასთან, +12.00 ნიშნულის გეგმაზე „1-2“ და „ა-ბ“ ღერძებში მოქცეული ბინის ნუმერაცია არასწორადაა დატანილი გეგმაზე და ითხოვს ბინა №2-ის ნაცვლად მიეთითოს ბინა №28. ამასთან, სამსახურის 2024 წლის 28 მარტის №6956725 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არასწორად დაფიქსირდა საცხოვრებელი ფართის ჯამური ფართობი, შესაბამისად ითხოვს საცხოვრებელ ფართობად 8991.03 კვ.მ-ის ნაცვლად 8987.03 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობის 17060.83 კვ.მ-ის ნაცვლად 17056.83 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან, ითხოვს წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურის 2024 წლის 28 მარტის №6956725 ბრძანებით შეთანხმებული +12.00 ნიშნულის გეგმაზე „1-2“ და „ა-ბ“ ღერძებში მოქცეულ ბინას ტექნიკური შეცდომის შედეგად არასწორად მიეთითა ბინის ნომერი. აგრეთვე, ამავე ბრძანებით შეთანხმებულ +15.30 - +45.00 ნიშნულის გეგმებზე, ზოგიერთი ბინის საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების ჯამური მაჩვენებელი გეგმებზე არასწორად იქნა მითითებული. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 მარტის №6956725 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 მარტის №6956725 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 8987.03 კვ.მ., საერთო ფართობად დაფიქსირდეს - 17056.83 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 მარტის №6956725 ბრძანებით შეთანხმებული +12.00, +15.30 - +45.00 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულების გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 მარტის №6956725 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 მარტის №6956725 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 16 April 2024Decision6984141 - Granted
- 5 April 2024Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- გეგმები 5.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal