OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ვეძათხევის N20 ; ქალაქი თბილისი , შესახვევი ვეძათხევის , N 20-ის მიმდებარედ

AR11028821Construction permitOther use10 April 2024
Sign in to follow

Decision

Decision number
6988748
Decision date
18 April 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მზეონა ზუმბაძე
Developer (company ID)
405477577

Parcel

Cadastral code
01.16.06.039.043
Owner
შპს "აპარტ დეველოპმენტი" (405477577)
Area
1,187 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11028821
Status
Approved
Registered
10 April 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
8 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 18 April 2024City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №6973724 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 10 აპრილს №AR11028821 განცხადებით მომართა მზეონა ზუმბაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №6973724 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №6501439 ბრძანებით, №01.16.06.039.043 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 14 ივლისის №6561483 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 14 ივლისიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №6973724 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2023 წლის 14 ივლისის №6561483 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 10 აპრილიდან 2028 წლის 10 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №6973724 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ „2024 წლის 10 აპრილიდან 2028 წლის 10 აპრილის ჩათვლით“ ნაცვლად არასწორად დაფიქსირდა „2024 წლის 10 აპრილიდან 2026 წლის 10 აპრილის ჩათვლით.“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2024 წლის 30 იანვრის №AR11012863 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 48 თვეზე. შესაბამისად, სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №6973724 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2024 წლის 10 აპრილიდან 2028 წლის 10 აპრილის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში, ტექნიკური შეცდომის შედეგად, მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №6973724 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №6973724 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 10 აპრილიდან 2028 წლის 10 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №6973724 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2023 წლის 14 ივლისის №6561483 და 2024 წლის 10 აპრილის №6973724 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 18 April 2024Decision6988748 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal