ქალაქი თბილისი, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის ქუჩა, N 63
Decision
- Decision number
- 6991963
- Decision date
- 19 April 2024
- Outcome
- Granted
- Construction period
- 17 months
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მალხაზ მაღრაძე
- Developer (company ID)
- 400126902
Parcel
- Cadastral code
- 01.14.05.008.398
- Owner
- შპს "GMT GROUP" (442569285)
- Area
- 813 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.14.05.008.398Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11029397
- Status
- Approved
- Registered
- 12 April 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 19 April 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №6978334 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 12 აპრილს №AR11029397 განცხადებით მომართა მალხაზ მაღრაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №6978334 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ეტაპების და ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 19 მარტის №6939912 ბრძანებით შეთანხმდა №01.14.05.008.398 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №6978334 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 14 აპრილიდან 2022 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №6978334 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა მშენებლობის ეტაპების მითითების ნაწილში. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2024 წლის 21 მარტს №AR11024983 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის ორგანიზების პროექტი კალენდარულ გრაფიკთან ერთად, რომელშიც „შენობა-ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა“ მითითებული იყო მე-6 ეტაპის განსახორციელებელ სამუშაოებში. თუმცა, სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №6978334 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში (ეტაპების ჩამონათვალში) „შენობა-ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა“ ტექნიკური შეცდომის შედეგად მითითებულ იქნა მე-5 ეტაპის განსახორციელებელ სამუშაოებში. სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ 2024 წლის 21 მარტის №AR11024983 განცხადებაზე წარმოდგენილი მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკის მიხედვით მშენებლობის ვადა განსაზღვრული იყო 17 თვით. შესაბამისად, სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №6978334 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2024 წლის 12 აპრილიდან 2025 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №6978334 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №6978334 ბრძანებაში და: 1.1.ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 12 აპრილიდან 2025 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით“. 1.2. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 5) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან: 0.00-დან - 5.85მ - მდე 5.85-დან - 11.95მ - მდე 11.95-დან - 17.72მ - მდე არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; 6) შენობა-ნაგებობების სახურავისა და გადახურვის მოწყობა; შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა; ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი; შენობა-ნაგებობების გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები; მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები.“. 2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №6978334 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №6978334 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 19 April 2024Decision6991963 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal