ქალაქი თბილისი, ლევან გოთუას ქუჩა, N 24ა
Decision
- Decision number
- 7012474
- Decision date
- 2 May 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევან ცაავა
- Developer (company ID)
- 405000476
Parcel
- Cadastral code
- 01.10.13.004.237
- Owner
- შპს ,,გეო ბილდერს საბურთალო'' (405000476)
- Area
- 4,508 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.10.13.004.237Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11029758
- Status
- Approved
- Registered
- 15 April 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 4
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 2 May 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 01 მარტის №6914016 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 15 აპრილის №AR11029758 განცხადებით მომართა ლევან ცაავამ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 01 მარტის №6914016 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 01 მარტის №6914016 ბრძანებით №01.10.13.004.237 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 01 მარტიდან 2026 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 01 მარტის №6914016 ბრძანებით შეთანხმებულ პროექტში გეგმებზე არ იქნა მითითებული ავტოსადგომის სადგომების, ამასთან დამხმარე ფართობების ფართობები. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არასწორად მოხდა კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობის დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1729.7 კვ.მ-ის ნაცვლად 1757.9 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 148.8 კვ.მ-ის ნაცვლად 133.1 კვ.მ-ის, ავტოსადგომების ფართობად 3755.5 კვ.მ-ის ნაცვლად 3141.1 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 15699.9 კვ.მ-ის ნაცვლად 15181 კვ.მ-ის დაფიქსირებას. აგრეთვე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში სასაწყობე ფართობის 83 კვ.მ-ის დამატებას. ამასთან, ითხოვს წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ არქიტექტურულ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 01 მარტის №6914016 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 01 მარტის №6914016 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში ფართობად კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდეს 1757.9 კვ.მ., დამხმარე ფართობად 133.1 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 3141.1 კვ.მ., საერთო ფართობად 15181 კვ.მ. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს სასაწყობე ფართობი - 83 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 01 მარტის №6914016 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 01 მარტის №6914016 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 01 მარტის №6914016 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 2 May 2024Decision7012474 - Granted
- 1 May 2024City answer
- 30 April 2024Files uploaded
- 27 April 2024City answer
- 27 April 2024Files uploaded
- 25 April 2024City answer
- 25 April 2024Files uploaded
- 15 April 2024Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal