ქალაქი თბილისი , ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის VI ჩიხი N1, ქალაქი თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი IV ჩიხი N1-ის მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 6998039
- Decision date
- 24 April 2024
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კონსტანტინე დგებუაძე
- Developer (company ID)
- 405357607
Parcel
- Cadastral code
- 01.19.35.007.134
- Owner
- შპს "გმ გრუპი" (406305252)
- Area
- 2,953 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.19.35.007.134Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11030285
- Status
- Not reviewed
- Registered
- 17 April 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 24 April 2024City answer
2024 წლის 17 აპრილის №AR1030285 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 17 აპრილს №AR1030285 განცხადებით მომართა კონსტანტინე დგებუაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 07 მარტის №6923022 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 07 მარტის №6923022 ბრძანებით №01.19.35.007.134 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 07 მარტის №6923022 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არასწორად დაფიქსირდა, საცხოვრებელი, საზაფხულო, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, ავტოსადგომისა და საერთო ფართობების მაჩვენებლები. შესაბამისად ითხოვს, საცხოვრებელ ფართობად 5553.74 კვ.მ-ის ნაცვლად 5613.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 976.44 კვ.მ-ის ნაცვლად 934.48 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 898.67 კვ.მ-ის ნაცვლად 885.18 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1459.15 კვ.მ-ის ნაცვლად 1484.78 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 8932.26 კვ.მ-ის ნაცვლად 8962.3 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან, -2.90 და 0.00 ნიშნულების გეგმებზე ავტოსადგომებზე სადგომის ფართობებისა და ნუმერტაციის დაზუსტებას, აგრეთვე გეგმების ჩანაცვლებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობებში არ არის ჩათვლილი კიბის საფეხურების ფართობები. საჭიროა აღნიშნული ფართობების გეგმებზე დაზუსტება და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში ჩათვლა. ამასთან, ვინაიდან, -2.90 და 0.00 ნიშნულების გეგმებზე დაზუსტებულია ავტოსადგომების ინდივიდუალური ფართობები, საჭიროა ავტოსადგომის სავალი ნაწილის ფართი ცალკე იქნეს გეგმებზე დაფიქსირებული. აგრეთვე, საზაფხულო ფართობების ჯამი არ შეესაბამება მოთხოვნის ტექსტში დაფიქსირებულ მაჩვენებლს. საჭიროა დაზუსტებულ იქნეს აღნიშნული. საზაფხულო, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობების დაზუსტება გამოიწვევს საერთო ფართობის დაზუსტებასაც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა დაზუსტდეს მოთხოვნა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა საზაფხულო, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, აგრეთვე საერთო ფართობები. 1.2 წარმოადგინოს სამსახურის 2024 წლის 07 მარტის №6923022 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე), დაზუსტებული ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2024 წლის 17 აპრილის №AR1030285 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 24 April 2024Decision6998039 - Other
- 17 April 2024Files uploaded
Documents
Other files1
- CHASWOREBULI FARTEBI.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal