OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , დასახლება ვაზისუბანი , კორპუსი N5 , მიმდებარედ

AR11030868Construction permitOther use19 April 2024
Sign in to follow

Decision

Decision number
7002447
Decision date
26 April 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ასმათ გოგატიშვილი
Developer (company ID)
406284248

Parcel

Cadastral code
01.17.10.002.296
Owner
შპს ჯეო დეველოპმენტ გრუპი (406189002)
Area
1,430 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11030868
Status
Approved
Registered
19 April 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 26 April 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280010 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 19 აპრილის №AR11030868 განცხადებით მომართა ასმათ გოგატიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280010 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280010 ბრძანებით №01.17.10.002.296 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 11 იანვრიდან 2025 წლის 11 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280010 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2023 წლის 11 იანვრიდან 2025 წლის 11 იანვრის ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „2022 წლის 11 იანვრიდან 2024 წლის 11 იანვრის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2022 წლის 20 ოქტომბრის №AR1929205 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 24 (ოცდაოთხი) თვეზე. შესაბამისად, ვინაიდან სამსახურის №6280010 ბრძანება გაიცა 2023 წლის 11 იანვარს, მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2023 წლის 11 იანვრიდან 2025 წლის 11 იანვრის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280010 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280010 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 11 იანვრიდან 2025 წლის 11 იანვრის ჩათვლით.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280010 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280010 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 26 April 2024Decision7002447 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal