ქალაქი თბილისი, დავით ჯავრიშვილის ქუჩა, N 6
Decision
- Decision number
- 7031421
- Decision date
- 20 May 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი დევდარიანი
- Developer (company ID)
- 406199466
Parcel
- Cadastral code
- 01.19.39.005.076
- Owner
- შპს "მშვილდოსანი 555" (406199466)
- Area
- 900 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.39.005.076Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11031067
- Status
- Approved
- Registered
- 22 April 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 28 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 May 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 25 ნოემბრის №4762883 და 2021 წლის 2 სექტემბრის №5578955 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 22 აპრილს №AR11031067 განცხადებით მომართა ირაკლი დევდარიანმა და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 25 ნოემბრის №4762883 და 2021 წლის 2 სექტემბრის №5578955 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3537999 ბრძანებით, №01.19.39.005.076 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საცურაო აუზის მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამასთან, აღნიშნული ბრძანებაში დაფიქსირებულია, რომ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ვადა არის მისი გაცემის თარიღიდან 5 (ხუთი) წელი. სამსახურის 2019 წლის 25 ნოემბრის №4762883 ბრძანებით, დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე, შეთანხმდა საცურაო აუზის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამასთან, სამსახურის 2021 წლის 2 სექტემბრის №5578955 ბრძანებით, შეთანხმდა საცურაო აუზის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 2 სექტემბრიდან 2023 წლის 2 იანვრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ბრძანება, დღევანდელი მდგომარეობით, მშენებლობის ვადის გასვლიდან გამომდინარე, ძალადაკარგულია (მშენებლობის ნებართვის გაცემის ნაწილში). განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს სამსახურის 2019 წლის 25 ნოემბრის №4762883 და 2021 წლის 2 სექტემბრის №5578955 ბრძანებების საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის მიღებისა და შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების ინტერესი, აქედან გამომდინარე, ითხოვს მათ ძალადაკარგულად გამოცხადებას. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებების საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882017112490, მომზადების თარიღი: 16/02/2017 წ.) თანახმად, №01.19.39.005.076 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "მშვილდოსანი 555" (ს/ნ: 406199466). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B17011478, მომზადების თარიღი: 31/01/2017 წ.) თანახმად შპს "მშვილდოსანი 555"-ის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მაია კიკალიშვილი (პ/ნ: 35001055369). ხოლო, მის მიერ 2024 წლის 29 აპრილს გაცემული №240519155 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის 2019 წლის 25 ნოემბრის №4762883 და 2021 წლის 2 სექტემბრის №5578955 ბრძანებებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3537999 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებიც ჩაითვლება ძალადაკარგულად (ვინაიდან მისი გაცემის თარიღიდან გასულია ხუთ წელზე მეტი). შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე ახალი არქიტექტურული პროექტების შეთანხმება ვერ მოხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის 2019 წლის 25 ნოემბრის №4762883 და 2021 წლის 2 სექტემბრის №5578955 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ახალი პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულ უნდა იქნეს თავიდან (I სტადიიდან), რაც გულისხმობს, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, დღევანდელი მდგომარეობით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებას. ამასთან, განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2019 წლის 25 ნოემბრის №4762883 და 2021 წლის 2 სექტემბრის №5578955 ბრძანებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს ირაკლი დევდარიანის 2024 წლის 22 აპრილს №AR11031067 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 25 ნოემბრის №4762883 და 2021 წლის 2 სექტემბრის №5578955 ბრძანებები. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 20 May 2024Decision7031421 - Granted
- 17 May 2024City answer
- 17 May 2024Files uploaded
- 22 April 2024Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal