ქალაქი თბილისი , ქუჩა კრწანისი , N 6
Applicant
- Name
- დავით ლოსაბერიძე
- Developer (company ID)
- 404670272
Parcel
- Cadastral code
- 01.18.06.019.055
- Owner
- შპს მილენიო გრუპი (404670272)
- Area
- 2,145 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026
Plots and zoning
- 01.18.06.019.055Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11031305
- Status
- Approved
- Registered
- 22 April 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 24 April 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 22 აპრილის №AR11031305 განცხადებით მომართა დავით ლოსაბერიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6272569 ბრძანებით, №01.18.06.019.055 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2023 წლის 21 სექტემბრის №6673781 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 30 ნოემბრიდან 2026 წლის 30 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, არქიტექტურული პროექტის რეკვიზიტებში 2023 წლის 21 სექტემბრის №6673781 ბრძანების ნაცვლად მითითებულია 2022 წლის 30 დეკემბრის №6272569 ბრძანება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. კერძოდ, ვინაიდან, სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანების გამოცემის დროისთვის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი უკვე შეთანხმებული იყო (სამსახურის 2023 წლის 21 სექტემბრის №6673781 ბრძანება), მშენებლობის ნებართვის გაცემაც უნდა მომხდარიყო სამსახურის 2023 წლის 21 სექტემბრის №6673781 ბრძანების საფუძველზე. თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად აღნიშნული ბრძანების გაცემის თარიღი და ნომერი არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკური შეცდომის გასწორება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანებაში და „შეთანხმებული პროექტის რეკვიზიტები“-ს ველში: „2022 წლის 30 დეკემბრის №6272569“ ბრძანების ნაცვლად დაფიქსირდეს: „2023 წლის 21 სექტემბრის №6673781“ ბრძანება. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal