OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ხეივანი დავით აღმაშენებელი , მე-14 კილომეტრზე

AR11031509Construction permitOther use23 April 2024- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
7044418
Decision date
24 May 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლუკა ჩაგანავა
Developer (company ID)
405489449

Parcel

Cadastral code
01.72.14.009.616
Owner
შპს "თბილისი 2015" (406145675)
Area
5,000 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11031509
Status
Approved
Registered
23 April 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
6

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 24 May 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 მარტის №6938238 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 23 აპრილის №AR11031509 განცხადებით მომართა ლუკა ჩაგანავამ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 18 მარტის №6938238 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 მარტის №6938238 ბრძანებით, №01.72.14.009.616 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 18 მარტიდან 2026 წელის 2 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6958884 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 18 მარტის №6938238 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული -4.05 ნიშნულის გეგმა (მე-10 გვერდი) ჩანაცვლდა 2024 წლის 22 მარტის №AR11025037 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. ამასთან, სამსახურის 2024 წლის 8 აპრილის №6972372 ბრძანებით, ისევ გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 მარტის №6938238 ბრძანებაში და შეთანხმებული -4.05 ნიშნულის გეგმა (სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6958884 ბრძანების გათვალისწინებით) ისევ ჩანაცვლდა 2024 წლის 1 აპრილის №AR11027127 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ ისევ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 18 მარტის №6938238 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ამჯერად ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 1821.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1821.6 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2252.4 კვ.მ-ის ნაცვლად 2274.4 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 15431.6 კვ.მ-ის ნაცვლად 15454.2 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული გეგმები და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 მარტის №6938238 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 მარტის №6938238 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 1821.6 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 2274.4 კვ.მ., საერთო ფართობად - 15454.2 კვ.მ. 2. სამსახურის 2024 წლის 18 მარტის №6938238 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა +37.85 ნიშნულის არქიტექტურული გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 მარტის №6938238 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 მარტის №6938238, 2024 წლის 29 მარტის №6958884 და 2024 წლის 8 აპრილის №6972372 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 24 May 2024Decision7044418 - Granted
  3. 23 May 2024City answer
  4. 23 May 2024Files uploaded
  5. 21 May 2024City answer
  6. 21 May 2024Files uploaded
  7. 21 May 2024Files uploaded
  8. 17 May 2024City answer
  9. 17 May 2024Files uploaded
  10. 17 May 2024Files uploaded
  11. 16 May 2024Files uploaded
  12. 14 May 2024City answer
  13. 14 May 2024Files uploaded
  14. 2 May 2024City answer
  15. 2 May 2024Files uploaded
  16. 23 April 2024Files uploaded

Documents

Drawings and project files6

  • არქიტექტურული გეგმები.pdfOpen ↗
  • არქიტექტურული გეგმები.pdfOpen ↗
  • არქიტექტურული გეგმები--.pdfOpen ↗
  • გეგმები 2105.pdfOpen ↗
  • გეგმები 2105.pdfOpen ↗
  • გეგმები 2305.pdfOpen ↗

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal