OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, დავით კობახიძის ქუჩა, N 15

AR11034814Construction permitOther use14 May 2024- Lilo
Sign in to follow

Decision

Decision number
7075212
Decision date
11 June 2024
Outcome
Granted
Construction period
6 March 2024 – 6 March 2026
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი ღლონტი
Developer (company ID)
406141107

Parcel

Cadastral code
01.19.14.003.112
Owner
შპს ,,ნიუ ვეი" (406141107)
Area
6,834 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11034814
Status
Approved
Registered
14 May 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
28 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 11 June 2024City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909484 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 14 მაისს №AR11034814 განაცხადით მომართა გიორგი ღლონტმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 6 მარტის №6919812 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 6 მარტის №6919812 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დავით კობახიძის ქუჩა №15-ში მდებარე №01.19.14.003.112 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სპორტული დარბაზი/კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 6 მარტიდან 2026 წლის 6 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა ტარიელ მჟავანაძე (პ/ნ: 01801115265). წინამდებარე განაცხადით მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 6 მარტის №6919812 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - ტარიელ მჟავანაძის (პ/ნ: 01801115265) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „ნიუ ვეის“ (ს/ნ: 406141107) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882024462999, მომზადების თარიღი: 05/04/2024 წ.) თანახმად, №01.19.14.003.112 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ნიუ ვეი“ (ს/ნ: 406141107). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22030647, მომზადების თარიღი: 21/03/2022 წ.) თანახმად, შპს „ნიუ ვეის“ (ს/ნ: 406141107) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ლევან ჭეიშვილი (პ/ნ: 01001090767). ხოლო, მის მიერ 2024 წლის 4 ივნისს გაცემული №240684758 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.19.14.003.112 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ნიუ ვეი“, რომლის უფლებამოსილი პირიც მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2024 წლის 6 მარტის №6919812 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ნიუ ვეის“ (ს/ნ: 406141107) დაფიქსირებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 6 მარტის №6919812 ბრძანებაში და დამკვეთად ტარიელ მჟავანაძის (პ/ნ: 01801115265) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ნიუ ვეი“ (ს/ნ: 406141107) 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 6 მარტის №6919812 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 6 მარტის №6919812 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 11 June 2024Decision7075212 - Granted
  3. 6 June 2024City answer
  4. 6 June 2024Files uploaded
  5. 14 May 2024Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal