ქალაქი თბილისი, ლევან გოთუას ქუჩა, N 24ა
Decision
- Decision number
- 7039610
- Decision date
- 23 May 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევან ცაავა
- Developer (company ID)
- 405000476
Parcel
- Cadastral code
- 01.10.13.004.237
- Owner
- შპს ,,გეო ბილდერს საბურთალო'' (405000476)
- Area
- 4,508 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.10.13.004.237Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11035264
- Status
- Approved
- Registered
- 16 May 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 23 May 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №6914016 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 16 მაისს №AR11035264 განცხადებით მომართა ლევან ცაავამ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №6914016 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №6914016 ბრძანებით, №01.10.13.004.237 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №7012474 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №6914016 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატა სასაწყობე 83.0 კვ.მ. ფართობი. ამასთან, ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდა 1757.9 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 133.1 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 3141.1 კვ.მ., საერთო ფართობად - 15181.0 კვ.მ. ამასთან, შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 15 აპრილის №AR11029758 განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №6914016 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად 3141.1 კვ.მ-ის ნაცვლად 3143.6 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 15181.0 კვ.მ-ის ნაცვლად 15183.5 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ±0.000 ნიშნულის გეგმა და ავტოსადგომის ფართობი შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ავტოსადგომის ფართობი, არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული ±0.000 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ ამავე ნიშნულის არქიტექტურულ გეგმაზე ავტოსადგომის ფართობის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №6914016 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №6914016 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 3143.6 კვ.მ., საერთო ფართობად - 15183.5 კვ.მ. 2. სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №6914016 ბრძანებით შეთანხმებული ±0.000 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა (სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №7012474 ბრძანების გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №6914016 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №6914016 და 2024 წლის 2 მაისის №7012474 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 23 May 2024Decision7039610 - Granted
- 15 May 2024Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- გეგმა 15.05.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal