ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, კვირაცხოვლის ქუჩა, N 63
Decision
- Decision number
- 7056561
- Decision date
- 30 May 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- სოსო ქავთარაძე
- Organization
- 41339
- Developer (company ID)
- 205176165
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.032.022
- Owner
- შპს ბორაკო (205176165)
- Area
- 2,700 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.032.022Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11037251
- Status
- Approved
- Registered
- 22 May 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 30 May 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 აგვისტოს №5544764 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 22 მაისის №AR11037251 განცხადებით მომართა სოსო ქავთარაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 23 აგვისტოს №5544764 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 აგვისტოს №5544764 ბრძანებით №01.72.14.032.022 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ოთხი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 23 აგვისტოდან 2023 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №6583016 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2021 წლის 23 აგვისტოს №5544764 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 31 ივლისიდან 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2021 წლის 23 აგვისტოს №5544764 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, „ოთხი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლი“-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 05 ივლისის №AR1833999 განცხადებით სამსახურს მომართა გიორგი მაღლაკელიძემ და მოითხოვა №01.72.14.032.022 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ოთხი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაც დაკმაყოფილდა სამსახურის 2021 წლის 23 აგვისტოს №5544764 ბრძანებით. თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო სამსახურის სამსახურის 2021 წლის 23 აგვისტოს №5544764 ბრძანებაში საპროექტო ობიექტად „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“ არასწორად დაფიქსირდა. გარდა ამისა, 2021 წლის 05 ივლისის №AR1833999 განცხადებაზე წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციით, მათ შორის, გენ-გეგმით, გეგმებით, ფოტომონტაჟით დგინდება, რომ განმცხადებელს სურდა ოთხი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მიღება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 აგვისტოს №5544764 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, კვირაცხოვლის ქუჩა N63-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: N01.72.14.032.022) ოთხი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 აგვისტოს №5544764 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 აგვისტოს №5544764 და 2023 წლის 31 ივლისის №6583016 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 30 May 2024Decision7056561 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal