OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სამგორის რაიონი (ნაკვეთი 02/016); ქალაქი თბილისი , რაიონი სამგორი , ნაკვეთი 02/018 ; ქალაქი თბილისი , რაიონი სამგორი , ნაკვეთი 02/023

AR11038953Construction permitOther use28 May 2024- Samgori
Sign in to follow

Decision

Decision number
7102062
Decision date
26 June 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნატო ალფაიძე
Developer (company ID)
404427928

Parcel

Cadastral code
01.19.13.002.024
Owner
შპს ინტელ-აგრო-სერვისი (404899348)
Area
28,395 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11038953
Status
Approved
Registered
28 May 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
29 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 26 June 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 აგვისტოს №6076625 და 2022 წლის 17 ოქტომბრის №6164823 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 28 მაისს №AR11038953 განცხადებით მომართა ნატო ალფაიძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 11 აგვისტოს №6076625 და 2022 წლის 17 ოქტომბრის №6164823 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 11 აგვისტოს №6076625 ბრძანებით, №01.19.13.002.024 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა დამხმარე ტექნიკური ნაგებობის (ტექნიკის ავტოსადგომი) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 17 ოქტომბრის №6164823 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 17 ოქტომბრიდან 2025 წლის 17 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს სამსახურის 2022 წლის 11 აგვისტოს №6076625 და 2022 წლის 17 ოქტომბრის №6164823 ბრძანებების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ინტერესი. აქედან გამომდინარე, ითხოვს მათ ძალადაკარგულად გამოცხადებას. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებების საფუძველზე, საპროექტო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882020583165, მომზადების თარიღი: 06/09/2020 წ.) თანახმად, №01.19.13.002.024 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „მეღვინეობა ხარება“ (ს/ნ: 404427928). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B24050847, მომზადების თარიღი: 19/04/2024 წ.) თანახმად შპს „მეღვინეობა ხარებას“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ალექსანდრე ხარებავა (პ/ნ: 01024020426). ხოლო, მის მიერ ნატო ალფაიძის სახელზე 2024 წლის 28 მაისს გაცემული №36-მ/24 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ 2022 წლის 17 ოქტომბრის №6164823 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება (მათ შორის, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებასთან მიმართებით). "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2022 წლის 11 აგვისტოს №6076625 და 2022 წლის 17 ოქტომბრის №6164823 ბრძანებები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს ნატო ალფაიძის 2024 წლის 28 მაისის №AR11038953 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 აგვისტოს №6076625 და 2022 წლის 17 ოქტომბრის №6164823 ბრძანებები. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 26 June 2024Decision7102062 - Granted
  3. 24 June 2024City answer
  4. 24 June 2024Files uploaded
  5. 28 May 2024Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal