OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა სანდრო ეული , N 5ა , (ნაკვეთი 06/037)

AR11039594Construction permitOther use31 May 2024- Saburtalo
Sign in to follow

Decision

Decision number
7069666
Decision date
7 June 2024
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი ბერიშვილი
Developer (company ID)
405372109

Parcel

Cadastral code
01.14.05.006.091
Owner
შპს "არეა" (405372109)
Area
1,659 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11039594
Status
Not reviewed
Registered
31 May 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 7 June 2024City answer

    2024 წლის 31 მაისის №AR11039594 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 31 მაისს №AR11039594 განცხადებით მომართა გიორგი ბერიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 8 აპრილის №5888606 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 აპრილის №5888606 ბრძანებით, №01.14.05.006.091 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 8 ივლისის №6027143 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 8 ივლისიდან 2025 წლის 8 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 8 აპრილის №5888606 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 2601.1 კვ.მ-ის ნაცვლად 2607.6 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 64.3 კვ.მ-ის ნაცვლად 52.9 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 7834.0 კვ.მ-ის ნაცვლად 7633.1 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ვექტორული ფაილის მიხედვით, საცხოვრებელ, დამხმარე და საოფისე ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი კოლონების, საჰაერო შახტებისა და გარეშემომზღუდავი კედლების ფართობები. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნის ტექსტში საოფისე ფართობის გასწორებაც არის მოთხოვნილი, თუმცა არ არის დაფიქსირებული დაზუსტებული/გასწორებული მაჩვენებელი. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა, წარმოსადგენ თითოეულ გეგმის ექსპლიკაციაზე დაფიქსირებულ იქნეს ამ გეგმაზე არსებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ჯამური ფართობები, ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. ხოლო, დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე ყველა ფართობის გამოტანა საჭირო არ არის. გაითვალისწინეთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საოფისე, დამხმარე და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2022 წლის 8 აპრილის №5888606 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური არქიტექტურული გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე), გეგმებსა და გეგმებზე გამოტანილ ექსპლიკაციებზე გასწორებული ფართობების დაფიქსირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2024 წლის 31 მაისის №AR11039594 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 7 June 2024Decision7069666 - Other
  3. 31 May 2024Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal