OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა, N 2ა; ქალაქი თბილისი, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა, N 2ბ; ქალაქი თბილისი, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა, N 2გ

AR11039800Construction permitOther use3 June 2024
Sign in to follow

Decision

Decision number
7072617
Decision date
10 June 2024
Outcome
Granted
Construction period
16 May 2024 – 16 November 2026
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნინო ფარცხალაძე
Developer (company ID)
404990168

Parcel

Cadastral code
01.14.03.042.412
Owner
ნატო დონაძე (P/N: *********73)
Area
1,800 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11039800
Status
Approved
Registered
3 June 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 June 2024City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027917 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 03 ივნისის №AR11039800 განაცხადით მომართა ნინო ფარცხალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027917 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027917 ბრძანებით №01.14.03.042.412 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6535535 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 16 მაისიდან 2026 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთებად დაფიქსირდნენ ლევან ორახელაშვილი (პ/ნ: 01017013351) და ნიკოლოზ ახვლედიანი (პ/ნ: 01024058802). წინამდებარე განაცხადით, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027917 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და დამკვეთად ლევან ორახელაშვილის (პ/ნ: 01017013351) და ნიკოლოზ ახვლედიანის (პ/ნ: 01024058802) ნაცვლად - შპს „სანო 24“-ის (ს/ნ: 404990168) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882024728522, მომზადების თარიღი: 22/05/2024 წ.) თანახმად, №01.14.03.042.412 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „სანო 24“-ის (ს/ნ: 404990168) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B24042893; მომზადების თარიღი: 03/04/2024 წ.) შპს „სანო 24“-ის (ს/ნ: 404990168) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ზაზა სანიკიძე (61005004405). სამსახურში წარმოდგენილია ზაზა სანიკიძის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული 2024 წლის 01 ივნისის მინდობილობა. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.14.03.042.412 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „სანო 24“ (ს/ნ: 404990168) და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2024 წლის 16 მაისის №7027917 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „სანო 24“-ის (ს/ნ: 404990168) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027917 ბრძანებაში და დამკვეთად ლევან ორახელაშვილის (პ/ნ: 01017013351) და ნიკოლოზ ახვლედიანის (პ/ნ: 01024058802) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „სანო 24“ (ს/ნ: 404990168). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027917 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027917 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 10 June 2024Decision7072617 - Granted
  3. 3 June 2024Files uploaded

Documents

Other files1

  • მინდონილობა-სანო.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal