ქალაქი თბილისი , გორგასალის ქუჩა N75-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი , ვახტანგ გორგასლის ქუჩის შესახვევი N14ბ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ვახტანგ გორგასალი , შესახვევი , N 14 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , მინისტრთა კაბინეტის მთავ. სამეურნ. სამმართველოს, და შინაგან საქმეთა სამინისტროს N2 და N3 სახლების მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 7113244
- Decision date
- 3 July 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ელგუჯა პატაშური
- Developer (company ID)
- 400359713
Parcel
- Cadastral code
- 01.18.09.002.052
- Owner
- შპს ,,ბესტ ოფერ გრუპ თბილისი'' (400359713)
- Area
- 7,149 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026
Plots and zoning
- 01.18.09.002.052Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Special
- Sub-zone
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11040341
- Status
- Approved
- Registered
- 5 June 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 28 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 3 July 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 მაისის №6461394 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 5 ივნისს №AR11040341 განცხადებით მომართა ელგუჯა პატაშურმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 16 მაისის №6461394 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 16 მაისის №6461394 ბრძანებით, №01.18.09.002.052 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი C) არქიტექტურული პროექტი (განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული). განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს სამსახურის 2023 წლის 16 მაისის №6461394 ბრძანების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის მიღებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ინტერესი. აქედან გამომდინარე, ითხოვს აღნიშნული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882024890479, მომზადების თარიღი: 02/07/2024 წ.) თანახმად, №01.18.09.002.052 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ბესტ ოფერ გრუპ თბილისი“ (ს/ნ: 400359713). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B23084902, მომზადების თარიღი: 20/06/2023 წ.) თანახმად შპს „ბესტ ოფერ გრუპ თბილისის“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დავით გაჩეჩილაძე (პ/ნ: 01001069746). ხოლო, მის მიერ 2024 წლის 2 ივლისს, ელგუჯა პატაშურის სახელზე გაცემული №240825035 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2023 წლის 16 მაისის №6461394 ბრძანება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს ელგუჯა პატაშურის 2024 წლის 5 ივნისის №AR11040341 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 მაისის №6461394 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 3 July 2024Decision7113244 - Granted
- 2 July 2024City answer
- 2 July 2024Files uploaded
- 5 June 2024Files uploaded
Documents
Other files1
- CamScanner [number].31.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal