ქალაქი თბილისი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა, N 71
Decision
- Decision number
- 7080035
- Decision date
- 14 June 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ივანე მირცხულავა
- Developer (company ID)
- 405459374
Parcel
- Cadastral code
- 01.19.20.004.062
- Owner
- შპს ვიენ დეველოპმენტი (405582301)
- Area
- 2,200 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.19.20.004.062Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11040774
- Status
- Approved
- Registered
- 7 June 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 14 June 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 მაისის №7044331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 07 ივნისს №AR11040774 განცხადებით მომართა ივანე მირცხულავამ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 24 მაისის №7044331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 მაისის №7044331 ბრძანებით შეთანხმდა №01.19.20.004.062 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 24 მაისიდან 2025 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 24 მაისის №7044331 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე მდებარე ბინებზე, ზოგიერთი ბინის ჯამური ფართობი არასწორად იყო მითითებული და ახლა გასწორდა. შესაბამისად ითხოვს წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2024 წლის 24 მაისის №7044331 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დატანილი ზოგიერთი ბინის ჯამური (საცხოვრებელი+საზაფხულო) ფართობი არასწორად იქნა მითითებული, რაც წარმოდგენილ გეგმებზე გასწორებულია. ამასთან წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ბინების ჯამური ფართობების გასწორება. გარდა აღნიშნულისა, ჯამური ფართობების გასწორება არ იწვევს სამსახურის 2024 წლის 24 მაისის №7044331 ბრძანებაში დაფიქსირებული საზაფხულო და საცხოვრებელი ფართობების დაზუსტებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 მაისის №7044331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 მაისის №7044331 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმები (გახურავის გეგმის ჩათვლით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე გეგმებით. 2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 მაისის №7044331 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 მაისის №7044331 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 14 June 2024Decision7080035 - Granted
- 7 June 2024Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- გეგმები 31.01.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal