ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 31
Decision
- Decision number
- 7089723
- Decision date
- 20 June 2024
- Outcome
- Granted
- Construction period
- 20 May 2024 – 20 May 2026
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი მაზიაშვილი
- Developer (company ID)
- 430042937
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.036.152
- Owner
- თენგიზ ცუცქირიძე (P/N: *********38)
- Area
- 2,500 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.036.152Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11041971
- Status
- Approved
- Registered
- 13 June 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 June 2024Decision7089723 - Granted
- 20 June 2024City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 13 ივნისს №AR11041971 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.036.152 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო სამსახურის 2024 წლის 20 მაისის №7030093 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 20 მაისიდან 2026 წლის 20 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილია ავტოსადგომების (127.6 კვ.მ) და საზაფხულო (32.4 კვ.მ.) ფართობების მითითება. ასევე, სურს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას კომერციული ფართობი 32.4 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე „1-3“ და „დ-ა“ ღერძებში მდებარეობს შიდა ავტოსადგომები, რომელთა საერთო ფართობი არ არის ასახული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. ამასთან, დგინდება, რომ +3.00 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს საზაფხულო ფართობები (აივნები), რომელთა ფართობი ასევე, არ არის ასახული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. გარდა აღნიშნულისა, გეგმების გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ შეთანხმებულ გეგმებზე არ ფიქსირდება კომერციული ფართობები. აღნიშნული ფართობების გასწორება იწვევს საერთო ფართობის დაზუსტებას და იგი შეადგენს 340.3 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში და: 1.1. სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს ავტოსადგომების ფართობი 127.6 კვ.მ და საზაფხულო 32.4 კვ.მ. 1.2. სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებით შეთანხმებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას კომერციული ფართობი 32.4 კვ.მ. 1.3. სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 340.3 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. 3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებასთან ერთად. 5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 13 June 2024Files uploaded
Documents
Other files1
- gegma (2).pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal