OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა აბო თბილელი , N 3

AR11043477Construction permitOther use21 June 2024
Sign in to follow

Applicant

Name
მაკა ოდიკაძე
Organization
25585
Developer (company ID)
404384974

Parcel

Cadastral code
01.18.03.050.012
Owner
ა.ი.პ. ,,თბილისის განვითარების ფონდი" (404384974)
Area
933 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11043477
Status
Approved
Registered
21 June 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
0 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 June 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071845 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 21 ივნისს №AR11043477 განცხადებით მომართა მაკა ოდიკაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071845 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071845 ბრძანებით მოწონებულ იქნა, ქ. თბილისში, აბო თბილელის ქუჩა №3-ში მდებარე №01.18.03.050.012 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის (ძეგლი) სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა ძეგლზე სამუშაოების ნებართვა. ძეგლზე სამუშაოების ვადა განისაზღვრა 2024 წლის 7 ივნისიდან 2025 წლის 7 ივნისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071845 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ სურს ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების დამატება, კერძოდ მიწის ნაკვეთის ფართობად - 933.0 კვ.მ-ის, განაშენიანების ფართობად - 779.0 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 459.7 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 322.0 კვ.მ-ის, „კიბის უჯრედისა და დერეფნის“ ფართობად 366.4 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 219.0 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 363.8 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 103.4 კვ.მ-ის, სასტუმროს ნომრების ფართობად - 720.8 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 2555.1 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და დასაფიქსირებელი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ შესაძლებელია შეთანხმებულ ბრძანებაში დაემატოს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. ამასთან, გეგმები (გარდა სახურავის გეგმისა) არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071845 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071845 ბრძანებაში და „დამკვეთის ინფორმაციის“ ველის შემდგომ დაემატოს „ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლების ველი“ შემდეგნაირად: “ ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით).: მიწის ნაკვეთის ფართობი (კვ.მ).: 933.0 განაშენიანების ფართობი (კვ.მ).: 779.0 საერთო ფართობი (კვ.მ).: 2555.1 დამხმარე ფართობი (კვ.მ).: 459.7 ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).: 322.0 კიბის უჯრედისა და დერეფნის ფართობი (კვ.მ).: 366.4 კომერციული ფართობი (კვ.მ).: 219.0 საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 363.8 საოფისე ფართობი (კვ.მ).: 103.4 სასტუმროს ნომრების ფართობი (კვ.მ).: 720 . “ 2. სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071845 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა სახურავის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071845 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071845 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 21 June 2024City answer
  3. 21 June 2024Files uploaded
  4. 21 June 2024Files uploaded

Documents

Other files2

  • ტექ. ხარვეზის გასწორება_აბოს 3.pdfOpen ↗
  • სასტუმრო გუდიაშვილის მოედანზე.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal